პაპუაშვილი: პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ომში ჩართულიყო

დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით . ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ჩართულიყო ამით ომში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები არიან უცხოეთიდან დაფინანსებულები, რომლების სამი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდნენ მეომრების გაგზავნას უკრაინაში.

მისი თქმით, ისინი, ვინც დღეს პარლამენტთან ასე უტიფრად იყენებდნენ გმირების სახელებს, ზუსტად ეს ადამიანები ქმნიდნენ ახალ ომს საქართველოში.

„დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით და ამაზე ააწყეს დიდი პანიკა. ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი. ზუსტად ის თავად იყო აქციის ორგანიზატორი სამი წლის წინ ზუსტად

იმავე ადგილას, საქართველოს პარლამენტთან, სადაც ის პირადად და მისი ორგანიზაცია „სირცხვილია“ უცხოური დაფინანსებით ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში საომრად, დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და ჩართულიყო ამით ომში. ამიტომ, როდესაც ისინი საუბრობენ და ანწუხელიძის გვარს აცხადებენ.

დიახ, ანწუხელიძე გმირია და ის უკვდავია. ისევე უკვდავია, როგორც ძმები რომელაშვილები, როგორც შინდისის 17 გმირი, როგორც 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი, 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ. ასევე, უკვდავები არიან.

და ზუსტად ეს ადამიანები, ვისაც დღეს პლაკატი ეჭირა ხელში პარლამენტის წინ, ის რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ან ჩვენ დაგვეჯერებინა მათთვის, იქნებოდა ომი. რა თქმა უნდა, ომში დაიბადებოდნენ ახალი გმირები, მაგრამ გამრავლდებოდნენ ძაძებით შემოსილი დედები, მეუღლეები, შვილები. ეს არის მათი ყალბი პათეტიკა, ყალბი პატრიოტიზმი. სინამდვილეში, ზუსტად ეს ადამიანები. დღეს პარლამენტთან ასე უტიფრად იყენებდნენ ჩვენი გმირების სახელებს, ზუსტად ეს ადამიანები სამი წლის წინ ქმნიდნენ ახალ ომს საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743447483

მსოფლიო

ფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შესახებ ნათქვამი, რომელმაც თითქოს ფიცოს იდიოტი უწოდა, ხუმრობა იყო. მისი თქმით, ის ნა...

ფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა

1743446839

ახალი ამბები

კირცხალია: ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ

„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნ...

ირაკლი კირცხალია

1743444128

ახალი ამბები

ტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბანაკ „მზიანეთის“ ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით,  ცნობით, მცირეწლოვანი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ აუზში ჩავარდა. აუზში ჩავარდნილი...

პოლიცია

1743443170

ახალი ამბები

მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ

„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, - ამის შესახებ საპარლა...

მამუკა მდინარაძე

1743442328

ახალი ამბები

მდინარაძე: პრემიერის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრუ...

მამუკა მდინარაძე