სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ დამატებითი განმარტებები. როგორც უკვე გაჟღერდა, ამა წლის 23 იანვარს საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა, სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია.
გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას.
კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა. ერთი საინტერესო დეტალიც, იგივე კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარერქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.
ახლა რაც შეეხება, პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს - სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ ფორმა100 წარმოადგენს, კლინიკის საბოლოო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა აბსურდია. საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველა ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით,“ - აცხადებს ურთქმელიძე.
1746471924
მსოფლიოვიქტორ ორბანი - არასდროს იქნება ისეთი ვითარება, როცა კიევი ან ბრიუსელი უკარნახებენ უნგრელებს, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი კანონიერი უფლება სუვერენიტეტზე
ზელენსკის სურს უკრაინის მიმართ მეგობრული მთავრობა უნგრეთში, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვა...
1746469673
საზოგადოებალევან ჭოტორლიშვილი - საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე
„დაპირისპირებაში დიფსტეიტი იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს. ეს ძალები იყო: ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამ...
1746469475
სპორტითორნიკე შენგელიას დამატებით „ბარსელონა“ დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ზაფხულში ევროპული კალათბურთის გრანდის, „ბარსელონას“ წევრი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტანდოს“ ჟურნალისტი ალესანდრო ლუიჯი მაჯი...
1746465398
საზოგადოებაპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1746463730
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე დოიაშვილზე: სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან
სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პ...