"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს, ისმინება არამარტო "ობიექტი", არამედ მისი ოჯახი და გარემოცვა" - გოგაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს:
"უკანონო მოსმენები რომ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ყველამ იცის.
ამ მძიმე უფლების დარღვევას სამწუხაროდ საზოგადოება მიეჩვია და ყურადღებას აღარ აქცევს სათანადოდ.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს.
ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა.
ისმინება არამხოლოდ ე.წ მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას, თუმცა თუ ობიექტი მის ახლობელს ეტყვის რაიმეს საიდუმლოდ, ამ უკანასკნელმა შეიძლება ვინმეს ტელეფონით გაუმხილოს, რაც ოტოს აძლევს საშუალებას გაიგოს, რას ფიქრობს მთავარი ობიექტი.
ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს არამარტო სუსს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას.
საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი.
თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა.
ოტოს შემოწმებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა ეს ფიქტიურია.
ინსპექტორი წინასწარ უკავშირდება სუსის უფროსსა და აფრთხილებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ.
სუსის უფროსი თავის მხრივ აფრთხილებს ოტოს უფროსს და გეგმური შემოწმების დროს უკანონო მოსმენები ჩერდება.
ამ პერიოდში უსმენენ მხოლოდ განჩინებით ,,შემოწმება’’ გრძელდება დაახლოებით ორი კვირა.
გარდა ჯი ეს ემ (GSM) ქსელიების მოსმენისა, ოტო უკანონოდ უსმენს ვირუსების საშუალებით სხვადასხვა აპლიკაციების, კომპიუტერების, ლეპტოპების, ასევე შეიძლება ოფისების უკანონო აღჭურვა.
კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ.
ე.წ ,,ვიპ პერსონების’’ საუბრებს ოტო უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მას.
ჩემს პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომელსაც ვამუშავებინებდი სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ მინისტრთან, რა თქმა უნდა გომელაური იღებდა სრულ პატაკს.
ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუსსა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა.
ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული.
რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ",- წერს გოგაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "2022 წლის ექვს თვეში საქართველოში 20 195 ბავშვი დაიბადა" - საქსტატი
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...































