"სტუმრის მოყვარული ქვეყანა დაემსგავსა ტომს, რომელიც უცხოს ქვაბში ჩასვამს, უღმერთოები" - გიორგი სუხიტაშვილი გორში ტურისტის მკვლელობას ეხმაურება
გორში, ბრიტანეთის მოქალაქე 28 წლის თომას კენედის მკვლელობის ფაქტს, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც სუხიტაშვილი წერს, საქართველო „კანიბალების და უღმერთოების ქვეყანას“ დაემსგავსა.
„ჩემს სამშობლოში ჩემს საყვარელ გორში 28 წლის ბრიტანელი მუსიკოსი მოკლეს…
რას დავემსგავსეთ! საით მივდივართ?! ვიღაცები გამოვლენ და იტყვიან, შენ რა იცი იქ რა მოხდაო… სულ ასეა იქ რაღაც ხდება და მერე ვკლავთ!!!
ვიღაცისთვის, სულ რაღაცაა მიზეზი!
ერთი წამით შორიდან შეხედეთ ჩვენს „ღვთით კურთხეულ“, „ღვთისმშობლის წილხვედრ“, „მადლიან და კეთილ“ ქვეყანას.
იცით როგორს გვხედავენ?
ადრე, სასურველი, სტუმრის მოყვარული, ლაღი, ფერადი, საინტერესო და ღიმილიანი ქვეყანა დაემსგავსა ტომს რომელიც უცხოს ქვაბში ჩასვამს და მის გარშემო ჩვენს მრავალხმიან სიმღერებს და უნიკალურ ცეკვებს ვასრულებთ, ჰო, აი ასეთები ვჩანვართ კანიბალები და უღმერთოები!!!", – წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ბრიტანელი მუსიკოსი თომას კენედი, 28 წლის ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც ერთ-ერთ მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა, საქართველოში 30 აგვისტოს ტურისტად ჩამოვიდა. 7 ოქტომბერს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 28 წლის მამაკაცი გვირაბში ცოცხალი მუსიკის მოსასმენად გაჩერდა. ადგილობრივებმა სასმელზე დაპატიჟეს და მასაც უარი არ უთქვამს. თავადაც მუსიკოსმა მოგვიანებით, რამდენიმე პირთან ერთად, კაფეში გადაინაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ კი მას სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს. საბოლოოდ ცხედარი მდინარე მტკვარმა 8 ოქტომბერს სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე 5 პირი დააკავა, ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...


























