თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს

თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.
„საქართველოს კურორტებზე დასასვენებელ ადგილსა და სასტუმროს ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი თავად ირჩევს. როგორც საკურორტო ვაუჩერის რაოდენობა, ისე ვაუჩერის თანხა ყოველწლიურად იზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ვაუჩერები „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით დარიგდება.
„შშმ პირი/კანონიერი წარმომადგენელი საკურორტო ვაუჩერს მითითებულ მისამართზე „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღებს. ვაუჩერის მფლობელი, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღებას მერიის სერვისცენტრში შეძლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1746016013
ახალი ამბებინათია გედენიძე: 2018 წელს დღის წესრიგში დადგა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. ყველამ გავიარეთ ფსიქოლოგიური შემოწმება. დასკვნა იყო ის, რომ 12 წლის მერე ჩვენი მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი გედენიძის მეუღლემ, ნათია გედენიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს ფსიქოლოგიურმა შემოწმე...
1746015677
საზოგადოებაალექსანდრე ტაბატაძემ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და თავდაცვის ძალების დღე მიულოცა სამხედროებს, ვეტერა...
1746014856
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი: წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრი მიესალმა და იუბილე მიულოცა რეკრუტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალები...
1746014059
საზოგადოებაირაკლი გედენიძე მიხეილ სააკაშვილზე: კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო - წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1746012179
საზოგადოებანათია გედენიძე: ჩემი დაკითხვა გააგრძელეს კაცებმა. მითხრეს ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, შენ და შენი შვილები ამას რომ ნახავთ, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვა და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო
ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში უცნაური კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ვეპრანჭებოდი ჩემს ქმარს კამერასთან. ჩემგან იყო ქალური სიტუაციების გარკვევა. ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატომ უნდ...