თბილისის მერია: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები დაწყებულია

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას ეხება. ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე, თბილისის მერიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, შესაბამისი განცხადებით საზოგადოებას ვაცნობეთ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების შესახებ. გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

„როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია.

ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო.

დამატებით ინფორმაციას ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", - აღნიშნეს თბილისის მერიაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744870685

ახალი ამბები

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWein Tokyo“ ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლ...

 ქართული ღვინი

1744868716

ახალი ამბები

დავითულიანი დოიაშვილის გათავისუფლებაზე: ბოლო 5-6 თვის მანძილზე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა

დავით დოიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა. დავითულიანის განმარტებით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თე...

დეპუტატი

1744867822

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად - დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?

საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...

ირაკლი კობახიძე

1744866286

ახალი ამბები

პრემიერი: აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია?

უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე

1744865928

საზოგადოება

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს ვნების კვირის ხუთშაბათია. დღე, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის...

დღეს დიდი ხუთშაბათია