თბილისის მერია თვალჭრელიძის N1-ში კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დეტალურ განმარტებას ავრცელებს

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.

აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტირებული პირებისთვის და მომხდარიყო სიცოცხლისთვის საშიში ავარიული კორპუსიდან მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, ქირის უზრუნველყოფით.

ამჟამად, სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რომელთაგან ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი ორი უზრუნველყოფილი იქნება ქირით. ექვსმა მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას.

უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ამ ადამიანებს ბინების დასაქირავებლად სთავაზობდა 300 ლარს, ისიც მხოლოდ სამთვიანი ვადით. ეს არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს, იდება ერთწლიანი ხელშეკრულება და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხდება ხელშეკრულების გაგრძელება.

ამას გარდა, 2022 წლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს უსახლკაროთა პროგრამა, რაც გულისხმობს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. თბილისში რეგისტირებულ ოჯახებს, რომელთაც აქვთ უსახლკაროს სტატუსი, მერია ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებელი ბინებით. 2025 წლის ბოლომდე ასეთი 400-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

თბილისის მუნიციპალიტეტს ასევე გააჩნია მუნიციპალური თავშესაფარი, სადაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს შეუძლია ცხოვრება. თავშესაფარში შექმნილია საცხოვრებლად საჭირო ყველა შესაბამისი პირობა.

და ბოლოს, გაცნობებთ, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე ავარიული შენობები არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ეს არის კერძო ტერიტორია და თბილისის მერია შეჭრილი პირების გამოსახლების პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა, ცდილობს დაეხმაროს თბილისში რეგისტირებულ მოქალაქეებს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში, მოქმედი წესებისა და კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება დედაქალაქში რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეებს, მათ დახმარებას უწევენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები", - აცხადებს დედაქალაქის მერია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1753550694

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...

პროკურატურა

1753548735

ახალი ამბები

ანაკლიაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი პლაჟიდან ბულვ...

ანაკლიაანაკლია

1753546889

სპორტი

სანდრო მეგრელიშვილი პარატაეკვონდოში ევროპის ახალგაზრდული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა სანდრო მეგრელიშვილმა (-70 კ...

სანდრო მეგრელიშვილი

1753545657

საზოგადოება

პაპუაშვილი: სანამ შვედეთის საგარეო უწყება არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, ვიდრე შვედეთის...

შალვა პაპუაშვილი

1753543217

სპორტი

ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პარატაეკვანდოისტმა ნატა ოჩიგავამ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიუ...

ნატა ოჩიგავა