თენგიზ შარმანაშვილი გახარიას ბრალდებებზე ჩორჩანას მცხოვრებლების მიმართ: გინდათ თქვათ, რომ ის გმირი მოსახლეობა, რომელიც ამდენი ხანი არაფერს შეუშინდა, ახლა შეუშინდა რაღაცას და ალაპარაკებენ სოციალური დაცვის გამო?

წყნარ ოკეანეში, აღდგომის კუნძულებზე მომხდარ ამბავზე ხომ არ ვლაპარაკობთ? აქვეა, ის ხალხი ისევ იქ ცხოვრობს და ამის დადგენა ძალიან მარტივია. ერთ კაცზე რომ მითხარით, სოციალური დახმარების გამო, შეიძლება ასე ათქმევინოთო, სოფლის დანარჩენ მოსახლეობასაც ასე დავყევით და იგივე ვათქმევინეთ? - განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი გახარიას, რომელიც კომისიის კითხვებს ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების თაობაზე, დისტანციურად ჩართვით პასუხობს.
შარმანაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები გმირი მოსახლეობა, ამდენი ხნის განმავლობაში არაფერს შეუშინებია, გახარია კი ამტკიცებს, რომ სოციალური დახმარების გამო შეიძლებოდა მათ ხელისუფლებისთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ
„საერთოდ, ის გმირი მოსახლეობა, რომელიც ამდენი ხანი არაფერს შეუშინდა, გინდათ თქვათ, ახლა შეუშინდა რაღაცას და ალაპარაკებენ სოციალური დაცვის გამო?
თქვენ რომ რაღაც ისეთს გედავებოდეთ ვინმე, ან რაღაც კითხვებს ისეთ საკითხზე გისვამდნენ, რომელიც საკამათოა და რომლის დადგენაც შეუძლებელია, ან სხვადასხვაგავრად შეაფასო - ეს სხვაა, მაგრამ ამას ვერსად წაუხვალთ, ეს არის ფაქტი: მთელი ადგილობრივი მოსახლეობა გეტყვით, რომ მე ამ ტყეში დავდიოდი, მე ამ მდინარესთან ინერტულ მასალას მოვიპოვებდი“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
თავის მხრივ, გახარიამ, კომისიის წევრებს ზღაპრების მოყოლაში დასდო ბრალი.
„ნუ იტყუებით, ზღაპრებს ყვებით. იცის იმ ხალხმა ყველაფერი და რაც უფრო მალე დაამთავრებთ, უკეთესია, თქვენ აქ რაღაც შოუს დგამთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
1751651151
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...
1751649326
საზოგადოებაგიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...
1751648299
საზოგადოებათემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...
1751646701
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...
1751643892
საზოგადოება„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....