ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ცენტრალურმა საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან:
- ქართული ოცნება
- კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა
- ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა
- ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის
- გახარია საქართველოს
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შესაბამისად ახლად არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრისაგან.
საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარება. არჩევნები რომ კარგად ადმინისტრირებული იყო, დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით 26 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად გამოიყენა ასეთი ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები და სწორედ ამან მისცა ადმინისტრაციას საშუალება, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში წარედგინა წინასწარი პირველადი შედეგები. არჩევნების დღემ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და პროცესის დაგეგმარება/ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. აპარატებმა იმუშავეს გამართულად და ამომრჩეველიც ადვილად ადაპტირდა ახალ ტექნოლოგიებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, არჩევნებში მონაწილე 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა. შემაჯამებელი ოქმი შედგა, ხელმოწერილია და შესაბამისად, არჩევნები დასრულდა. შესაბამისი დოკუმენტაცია გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობის შესახებ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით.
1731737465
სპორტიდღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება
16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 სეზონის ბოლო საშინაო მატჩს ბათუმში უკრაინის ნაკრებთან გამართავს. ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ვილი სანიოლის გუნდი უკრაინელებს უმასპინძლებს. თამაში 21:...
1731703570
ჰოროსკოპი16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი დროა, აქტიურობა შეამციროთ და შესრულებული სამუშაო გააანალიზოთ. შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის უფრო სწ...
1731699877
სოციალური მედია„ჩვენ თქვენგან განსხვავებით, სიყვარულით გვაქვს გული სავსე და, რაც მთავარია გვაქვს მორალი...აი თქვენ როგორ ცხოვრობთ ან გააგრძელებთ ცხოვრებას?!“ - რას წერს ზურა ხაჩიძე
მომღერალი და პოლიტიკოსი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ სიყვარულს ალტერნატივა არ გა...
1731697277
მსოფლიოასლან ბჟანიას განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. მანამდე კი, ბჟანიასთან დაკავშირებით გან...
1731694977
ჰოროსკოპი„დღე საკმაოდ რთულია, ამიტომ ფრენები გადადეთ, არ შეიძინოთ ახალი და ინოვაციური პროდუქტები, ასევე თავი შეიკავეთ ქირურგიული ჩარევებისგან“ - ასტროლოგი 16 ნოემბერს სავსემთვარეობაზე
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 16 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...