ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ბათუმში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) რეგიონული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან მეოთხე შეხვედრა გამართა. პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ბათუმში შეხვდა.
„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან შეხვედრა გავმართეთ. რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები და ახალგაზრდებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა. აღნიშნული შეხვედრა ბათუმში გაიმართა და აღსანიშნავია, რომ ბათუმის მრჩეველთა საბჭოს გარდა სამი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის განმავლობაში მათ მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო პროცესს უკავშირდება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების მოსაზრებების მოსმენა აღნიშნულ საკითხებზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე, ამომრჩეველთა როლზე და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე. მან თავის გამოსვლაში ასევე დეტალურად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.
პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში 4 რეგიონული შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
1752259368
მსოფლიოზელენსკი: მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალებია, მათ შორის აშშ-სგან, ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებ...
1752259288
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან. შეხვედრ...
1752258298
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ი...
1752254819
მსოფლიოსლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა
რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის...
1752252910
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭი...