"წლის საუკეთესო სპექტაკლი" - ზურა პირველის კიდევ ერთი წარმატება პოლონეთში

პოლონეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი და რეჟისორი ზურა პირველი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მის მიერ დადგმულო სპექტაკლი „ჩვენ, გრაფინიები, არ ვტირით“, ყოველწლიური თეატრალური პრიზის „ქარვის ბეჭედი 2020-2021”-ის გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი”. „ExclusiveTV“ ზურა პირველს პოლონეთში დაუკავშირდა.
ზურა პირველი: „ეს არის ოლგა ადამსკას 85 წუთიანი თავისუფალი პროდუქცია, რამდენიმე თანამედროვე ავტორის ტექსტების კომპილაცია. სპექტაკლი არის დღეს ძალიან აქტუალურ თემაზე, ქალის და მამაკაცის უფლებებზე, ოღონდ არ იჭერს არც ერთ მხარეს, არც ქალისას და არც მამაკაცისას, პრივილეგიას არცერთს ანიჭებს, ხან ერთს ეშლება ხან მეორეს, მაგრამ მათი ერთმანეთის გარეშე არსებობა შეუძლებელია. სპექტაკლის არსიც სწორედ ეს არის და ალბათ ამიტომ დაიმსახურა მოწონება, მაგრამ, როგორც ცნობილია, მხოლოდ თემა ვერ მოიტანს სპექტაკლს წარმატებას - წარმატება მხოლოდ იდეის მაღალხარისხიან განხორციელებას მოაქვს.“
სპექტაკლის, რომლის პრემიერაც 2020 წლის 11 სექტემბერს შედგა, დამდგმელი რეჟისორი ზურა პირველია, მთავარ როლს პოლონელი ვარსკვლავი ოლგა ადამსკა ასრულებს, ხოლო მისი პარტნიორი რომან რიდზია. 2021 წელს „ჩვენ, გრაფინიები, არ ვტირით“, „ტეატრ პოლსკი”-მ შეისყიდა და დღეს სპექტაკლი მისი კუთვნილებაა.
ნინა მამუკაძე
1750356444
მსოფლიო„ფაინენშალ თაიმსი“ - დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად იმის გამო დატოვა, რომ არ მოსწონს მაკრონი და არ სურდა ზელენსკისთან შეხვედრა
დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად იმის გამო დატოვა, რომ არ მოსწონს მაკრონი და არ სურდა ზელენსკისთან შეხვედრა, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ნატო-ს წლევანდელ...
1750352862
სპორტიგურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი მოუტანა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ). ფინალი მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახ...
1750352801
მსოფლიოისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებში აშშ-ის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას 24-48 საათში ელოდება - ისრაელელი ოფიციალური პირი
ისრაელი კვლავ ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეუერთდება ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს, - განუცხადა ისრაელის ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს. „მოლოდი...
1750351190
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე...
1750349205
ახალი ამბებიავარია აჭარაში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენი...