ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მადონა მეგრელიშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მადონა მეგრელიშვილი - ამის შესახებ ინფორმაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
"უდიდესია ქალბატონი მადონას ღვაწლი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე. იგი სხვადასხვა პერიოდში იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, დასავლეთ ევროპული ენების კათედრის ხელმძღვანელი. ქალბატონი მადონა მეგრელიშვილი მრავალი წლის მანძილზე დიდი ენთუზიაზმით უძღვებოდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრას. მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგად კათედრამ შთამბეჭდავ შედეგებს და საერთაშორისო აღიარებას მიაღწია, რასაც ადასტურებს კურსდამთავრებულთა მრავალი თაობის წარმატებული პროფესიული კარიერა.
პროფესორ მადონა მეგრელიშვილს ქვეყნის წამყვან ლინგვისტთა შორის საპატიო ადგილი ეჭირა. მას საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული აქვს მრავალი შრომა მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და ლექსიკონი. მისი, როგორც მეცნიერხელმძღვანელის დამსახურებაზე მეტყველებს ათობით წარმატებით დაცული დისერტაცია.
მისმა მოღვაწეობამ დიდი კვალი დატოვა არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით დაფუძნდა ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაცია, დამყარდა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ისე ეკონომიკური კავშირები ამ ორ ქალაქს შორის, რამაც ეს ურთიერთობა მსოფლიოს ყველა სხვა მეგობარი ქალაქებისათვის მოდელად აქცია.
პროფესორი მადონა მეგრელიშვილის ღვაწლის ერთ-ერთი ბოლო აღიარება იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი, რომელიც მას ფილოლოგიის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ მადონა მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებს, ქუთაისსა და მთელ საქართველოს", - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
1744962885
ახალი ამბებისოზარ სუბარი: გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბრისას ოპოზიციის სამომავლო გეგმებს და ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკ...
1744961567
ახალი ამბებითბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ...
1744960486
მსოფლიონეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები
სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...
1744958822
ახალი ამბებიდაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...
1744958047
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...