"ვანო მერაბიშვილის სცემა არავის გაჰკვირვებია - საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც საკუთარ ტყავზე გადაიტანა სასტიკი რეჟიმის არასამართლიანი და არაადამიანური გამოვლინებები, ვერც მათი მხრიდან ვერ დაინახა გამოვლენილი სინანული" - ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით წერს:

"რატომ სცემეს ვანო მერაბიშვილს?

ხმა გავრცელდა, ვანო მერაბიშვილი სცემეს, ანუ მიშას „ხერხემალი“ დაუზიანესო.

ამ ინფორმაციას ემოციის გარეშე არავინ შეხვედრია - ზოგს ძალიან გაუხარდა, ზოგს ძალიან ეწყინა, მაგრამ რატომღაც არავის გაჰკვირვებია.

მხოლოდ ზოგიერთმა გადაპრანჭულმა ე. წ. უფლებადამცველმა თუ ჟურნალისტმა ხელოვნურად დაყენებული პოზით აღშფოთება გამოხატა - ეს ბარბაროსობაა, როგორ შეიძლება ქუჩაში ანგარიშსწორებაო.

თუმცა, ამ გადაპრანჭულებმა ყველაზე კარგად იციან, ვანოს ცემის მიმართ საზოგადოების უმრავლესობის დადებით დამოკიდებულებას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია.

საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც საკუთარ ტყავზე გადაიტანა სასტიკი რეჟიმის არასამართლიანი და არაადამიანური გამოვლინებები, განვლილი ათწლეულის მანძილზე ვერ დაინახა ვერც დამნაშავეთა მიმართ დადგენილი ადეკვატური სასჯელები, ვერც მათი მხრიდან გამოვლენილი სინანული.

პირიქით, ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიადამიანური რეჟიმის შემოქმედები დღეს საზოგადოებას დემოკრატიას, ჰუმანიზმს და ადამიანობას გვასწავლიან.

ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე, რასაკვირველია, დღევანდელი ხელისუფლებაა, რომელმაც წინა ხელისუფლების კრიმინალი ლიდერების მიმართ გაუმართლებლად ლოიალური დამოკიდებულება აირჩია.

იგნორირება გაუკეთა დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს - კანონის უზენაესობას, კანონის წინაშე თანასწორობას, ყველა მოქალაქის მიმართ ერთი და იგივე სტანდარტების გამოყენებას და დამნაშავეთათვის სასჯელის გარდაუვალობას.

მოხდა სახელმწიფოს პრიორიტეტულ პოლიტიკად კოაბიტაციის გამოცხადება. სისხლის სამართლის დანაშაულის ათასობით უტყუარი დოკუმენტის განადგურება. (ვიდეო და აუდიო ჩანაწერების საჯარო უტილიზაცია) რეჟიმის შემოქმედ დამნაშავეთა მიმართ, სიმბოლურად ბრალდებების წარდგენა და შეფარდება.

ბაჩო ახალაიას დაახლოებით 10-წლიან და ვანო მერაბიშვილის 7-წლიან სასჯელების გარდა, რეჟიმის დანარჩენმა ლიდერმა სიმბოლური სასჯელები მიიღო (საკითხავია, 10 და 7 წელიც რამდენად ადეკვატური სასჯელები იყო).

„დანარჩენებს“ ეს სიმბოლური სასჯელებიც სრულად არ მოახდევინეს. ხელისუფლებამ დასავლეთის ზეწოლით, განსაკუთრებით მძიმე თუ მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულები ვადამდე გაათავისუფლა.

უსამართლო პრაქტიკით გულმოცემული ნაცები დღეს თავისი ბელადის სასჯელისაგან გასათავისუფლებას ითხოვენ.

უსირცხვილო სიმულაციას მიმართავენ და სააკაშვილს სიკვდილის პირას მისულად აცხადებენ. დარწმუნებულნი არიან, დაქირავებული ლობისტებით, საერთაშორისო ძალების მობილიზაციას მოახდენენ და ამ გზით ბელადს სასჯელის მოხდას ააცილებენ.

იმედია, ხელისუფლება კვლავ არ გამოიჩენს უპრინციპობას.

არ დაუშვებს სასჯელისაგან მიშას გათავისუფლებას უსამართლო, ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული გადაწყეტილებით, რომელიც შეფუთულ-შემოპარებული იქნება ქვეყანაზე ზრუნვით, პროდასავლურობითა და ჰუმანურობით", - წერს ნანა კაკაბაძე "ფეისბუკზე".

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ბოლო წლის განმავლობაში, მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა"   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745048475

მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

 გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...

კანადის პრემიერ-მინისტრი

1745048027

ახალი ამბები

მამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...

 თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...

მამაო

1745042779

ახალი ამბები

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...

წმინდა ცეცხლი

1745009610

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

1745008023

ახალი ამბები

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...

მოძრაობა