ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით ჩამოვიდოდა - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში არჩევნების მეორე ტურისა და "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მომდევნო სამი წელი ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" იქნება, ამიტომ მეორე ტურში რამდენიმე ოპოზიციის კანდიდატის შესაძლო გამარჯვება არაფერს არ შეცვლის.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყველაფერზე არიან წამსვლელი. ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით ჩამოვიდოდა, მაგრამ ეს მოხდა, ამ ადამიანებს ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას, ქვეყანასა და ხალხს, ამიტომ მეტი გონიერება გვმართებს, მეტი სიბრძნე ნაკლები ემოციურობა, ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენი მთავრობა ხელისუფლებაში იქნება მომდევნო 3 წლის განმავლობაში, თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტის მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვოს, არაფერი შეიცვლება აბსოლუტურად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1787855507
მსოფლიოდონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ამერიკის ტბის“ (Lake America) წოდების შესახებ. ტრამპის განცხადებით,...
1787853503
ახალი ამბებიწყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვი...
1787848636
საზოგადოებაპრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობ...
1787848579
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1787848506
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა
ოპოზიცია არის დაშლილი, დასუსტებული და ეს ყველაფერი აისახება იმ კონფლიქტებში, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტე...


























