„ვისაც გინდათ ტოლობის დასმა 7 ნოემბერსა და დღევანდელ რეალობას შორის, აშკარად, მშვიდობიანი აქციის სხვადასხვანაირი განმარტება გვაქვს... უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარე აქციები არაფერ კავშირშია მშვიდობიან პროტესტთან“ - მარიამ ზაქარიაშვილი

საკრებულოს წევრი მარიამ ზაქარიაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც პარალელს ავლებენ 7 ნოემბრის დღესთან.

როგორც მარიამ ზაქარიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიმდინარე აქციები არაფერ კავშირშია მშვიდობიან პროტესტთან. მისივე თქმით, პროტესტი უნდა გამოიხატოს კანონის ფარგლებში.

„პირველ რიგში, ვგმობ ყველანაირ ძალადობას. გამოძიება მიმდინარეობს ყველა ცალკეულ შემთხვევაზე და აუცილებლად მოხდება რეაგირება. ვისაც გინდათ ტოლობის დასმა 7 ნოემბერსა და დღევანდელ რეალობას შორის, აშკარად, მშვიდობიანი აქციის სხვადასხვანაირი განმარტება გვაქვს... უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარე აქციები არაფერ კავშირშია მშვიდობიან პროტესტთან. რადიკალური დაჯგუფებები პიროტექნიკით(პიროტექნიკას ზიანი არ მოაქვსო… ახალ წელს რამდენი დაზიანებული ადამიანი გვინახავს?! ზოგი საერთოდ ხელის გარეშე დარჩა) და მოლოტოვის კოქტეილებით ცეცხლს უკიდებენ, ქვებით თავს უტეხავენ და სხვადასხვა ნივთებს ესვრიან პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ეწირებიან ის ადამიანები, ვინც გულწრფელად დგანან და სჯერათ რომ თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავენ. როცა ძალადობას არ ვემხრობით, მხოლოდ ერთ მხარეს არ უნდა ვგმობდეთ. ჩვენ ყველას გვაქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. საუბედუროდ, მსგავსი რადიკალიზაცია საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან მომავალს. ჩვენი ისტორია სავსეა ბრძოლებით, სადაც ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისა და რწმენის შენარჩუნებისთვის, დღესაც ასეა. ქვეყნის ევროპული წინსვლა ამ ქვეყნის დღის წესრიგი და დემოკრატიული პრინციპით აბსოლუტური უმრავლესობის აზრია, მაგრამ მხოლოდ იმ პირობებში, რომ ეს ჩვენთვის ღირსეული და სამართლიანი იყოს. ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ჩვენი ქვეყანა და ის არ უნდა გახდეს კიდევ ერთი სამიზნე გლობალური ძალების კონფლიქტში. ჩვენთან არს ღმერთი, დიდება და მშვიდობა საქართველოს!“, - მარიამ ზაქარიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733128849

სოციალური მედია

„გამყიდველს როგორ უწოდებთ ადამიანს, რომელმაც თავის ქვეყანას ასეთი დიდი წარმატება მოუტანა“ - რას წერს პარლამენტარ გენო პეტრიაშვილის ცოლი?

ცნობილი სპორტსმენის და „ქართული ოცნების“  დე­პუ­ტა­ტის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის ცოლი ნინი მშვიდობაძე მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე წერს. „რა კარგად გამოამჟღავნეთ საკუთარი თავები ბევრმა! ყველ...

გენო პეტრიაშვილი

1733125544

ახალი ამბები

„ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, საქმე შანტაჟის ნაცვლად - ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში“ - ირაკლი კობახიძე

„ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუ...

ირაკლი კობახიძე

1733125109

სოციალური მედია

ჟურნალისტი თეა სიჭინავა დედა გახდა

ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტი თეა სიჭინავა დედა გახდა.  თეამ სამშობიაროდან გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკოლა სიჭინავა.“ 

ჟურნალისტი თეა სიჭინავა დედა გახდა

1733120417

ახალი ამბები

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 12 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდ...

ააა

1733119323

საზოგადოება

შსს: გასულ ღამეს, აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გასულ ღამეს შ...

შსს