ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი - რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს
„ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი“, - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ომიკრონის შტამის დამახასიათებელ სიმპტომებზე საუბრობს.
მისი თქმით, ომიკრონის სიმპტომები ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას, თუმცა ბავშვების ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი.
„კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ, მიუთითებს იმაზე, რომ "პფაიზერის" ვაქცინა ეფექტურია 33%-ით ინფიცირების შემთხვევების, ხოლო 70%-ით მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით.
3-დღიანი ავადობა ახასიათებს, ძირითადად, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი - ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას. ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვის არის ძალიან საყურადღებო არის ის, რომ "ომიკრონით" ინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი, გაცილებით ვიდრე ეს იყო დელტა ვარიანტის შემთხვევაში," - ამბობს ივანე ჩხაიძე.
მისი თქმით, თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია.
„თუ დავუშვებთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდა, იანვრის ბოლოსთვის მთლიანად ჩაანაცვლებს „დელტა“ ვარიანტს და ის გახდება დომინანტური. იქნება თუ არა შემთხვევების მატება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. არის რისკი იმისა, რომ ინფიცირება მაღალი იქნება, მაგრამ მინიმალურია იმის რისკი, რომ ამან გამოიწვიოს საწოლფონდის გადატვირთვა და ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს შემთხვევების რაოდენობას“,- განაცხადა ჩხაიძემ.
16 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი.
დღის სხვა ამბები:
🔵 უახლოეს ერთი თვეში, ალბათ, "ომიკრონი" საქართველოშიც გამოჩნდება - პაატა იმნაძე
1792152002
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი
„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას...
1792151345
საზოგადოებაპრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...
1792149727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1792148918
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...
1792147365
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...


























