ზუგდიდის სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, არაერთგზის) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
1751030792
საზოგადოებაპრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება
ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...
1751028506
საზოგადოებაპრემიერი: რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია
რთვლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხს...
1751028442
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს საფეხბურთო და სარაგბო მოედნებს, შიდა მოედნებს, საჭიდაო დარბაზებს, საცურაო აუზს
მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, საბოლოო მიზანია, რომ ყველა მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურით...
1751028401
საზოგადოებარიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მგზავრებს ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგი...
1751026301
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენაა მიმართული
ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყო...