ზურაბ მანჯავიძე: რასაც გვიბრძანებენ იმას არ ვაკეთებთ, მათი გავლენის სფეროდან ვართ გამოსული, ამიტომ არ მოსწონთ ევროპარლამენტარებს საქართველოს ეროვნული ინტერესი - ეს პროცესი ჩვენმა გაუტეხლობამ უნდა დაასრულოს

რასაც გვიბრძანებენ იმას არ ვაკეთებთ, მათი გავლენის სფეროდან ვართ გამოსული, ამიტომ არ მოსწონთ ევროპარლამენტარებს საქართველოს ეროვნული ინტერესი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ზურაბ მანჯავიძემ.
„წინააღმდეგობა გავუწიეთ ლგბტ ყბადაღებულ თემებზე, აგენტების კანონებზე, ასევე „ფარასთან“ დაკავშირებით. ერთადერთი, მთავარი ახსნა არის ის, რომ გამოვდივართ მათი დიდი ბიძების გავლენის სფეროდან და მათ დაქნეულ თითზე ცალ ფეხზე არ ვხტუნაობთ და კუდს არ ვუქიცინებთ, აი ამაზე არიან გაცოფებულები. მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, ეროვნული ღირსებით შემოსილ ადამიანებს, აქეთ გვეძახიან მონებს, რაც ძალიან სასაცილოა“, - აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.
კითხვაზე, რამ შეიძლება დაასრულოს ეს პროცესი, ზურაბ მანჯავიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჩვენა გაუტეხლობამ უნდა დაასრულოს.
„ ბრძოლის შემდეგ დამარცხებული სპორტსმენები რომ მუშტებს იქნევენ და იქაჩებიან, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში არიან. უნდათ, რომ სრულად ამოწურონ თავიანთი რესურსები, რაც არის გაწერილი, გამოგზავნილი და დიდ ბიძიებთან აქვთ ანგარიშვალდებულებები.
ძალიან მინავლებისკენ არის სიტუაცია. ეს ჩვენ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს , მაგრამ ნელ-ნელა იწურება და ქუჩას ეტყობა კიდეც რა რაოდენობით და კატეგორიით გამოდიან. ჩვენი გაუტეხლობა გატეხს მათ წელში და მიხვდებიან, რომ ჩვენთან ბრძოლას ამ მიმართულებით აზრი არ აქვს და ჩვენთან მტრობას მეგობრობა სჯობს“, - აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.
საზოგადოება „ქართულმა“ განცხადება დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროპარლამენტის მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია პირდაპირი რეაქციაა საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც გარე ჩარევები აღკვეთა“.
1752259368
მსოფლიოზელენსკი: მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალებია, მათ შორის აშშ-სგან, ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებ...
1752259288
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან. შეხვედრ...
1752258298
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ი...
1752254819
მსოფლიოსლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა
რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის...
1752252910
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭი...