ზურაბ ქადაგიძე: სამარცხვინო ევროდეპუტატები ითხოვენ - შეასრულეთ ორი როლი, ომის დროს, უნდა იყოთ „საზარბაზნე ხორცი“, ხოლო მშვიდობიანობისას, „საჯილდაო ქვა“ რუსეთის დასავლეთთან ვაჭრობის პროცესში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, „ერთადერთი შანსი საქართველოს გადარჩენის, ის არის, რომ ის იყოს პრობლემა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობების. ამ პრობლემის გარეშე არ გვაქვს შანსი“.
ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოსა და დღეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ ერთ სულისკვეთებად მიიჩნევს.
„ვიდეო არქივიდან, რომელიც უმარტივესად ასახავს „ვარდების რევოლუციის“ მთავარ მიზანს - „ნაცმოძრაობის“ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მკაფიოდ განუსაზღვრეს პატრონებმა.
დღევანდელი რეზოლუციის სულისკვეთება, რაც სამარცხვინო ევროპარლამენტარებმა მიიღეს, 100%-იან თანხვედრაშია სააკაშვილის ამ ვიდეოსთან.
დიახ, სამარცხვინო ევროდეპუტატები პირდაპირ ითხოვენ - დაუბრუნდით თქვენს უწინდელ მიზანს, შეასრულეთ მხოლოდ ორი როლი, რომელიც ჩვენ განგისაზღვრეთ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე - ომის დროს, უნდა იყოთ "საზარბაზნე ხორცი", ხოლო მშვიდობიანობისას, „საჯილდაო ქვა“ რუსეთის დასავლეთთან ვაჭრობის პროცესში.
ეს იყო სააკაშვილის როლი და მისი პატრონების მიზანი, საქართველო ყოფილიყო არა სუვერენული, ძლიერი ქვეყანა, არამედ პრობლემა დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში. ამ მიზანს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან რადიკალები, „NGO-სექტორი“ და კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
1750349205
ახალი ამბებიავარია აჭარაში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენი...
1750344882
მსოფლიონეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციაზე: ირანში არავინ არის ხელშეუხებელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ გამორიცხა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ დარტყმა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. „მე გავეცი მითითება,...
1750344083
მსოფლიოირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის...
1750343993
მსოფლიოირანმა აშშ-ის ბაზებზე დარტყმებისთვის რაკეტები მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი კონფლიქტში ჩაერთვება - CBS
ირანმა მოამზადა რაკეტები და აღჭურვილობა რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები შეუერთდება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ საკითხზე ინფორმირებულმ...
1750341955
საზოგადოებააშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უცხოური დახმარების, მათ შორის USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის ფაქტები ხშირი იყო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უცხოური დახმარების, მათ შორის უმეტესად USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის...