"ამას ვერც პუტინს და ვერც ბიძინას ვერ დავაბრალებთ, ეს ტრაგედიაა და მისი აღკვეთა შეიძლებოდა" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილის, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"საშინელებაა როცა იღუპებიან ადამიანები, რომელთა გადარჩენა კი არა, საფრთხეში ჩაგდების ალბათობაც კი შეიძლებოდა აღკვეთილიყო.

უდიდესი მწუხარებით მინდა გარდაცვლილების ხსოვნა ვთქვა. ეს ტრაგედიაა და მისი აღკვეთა შეიძლებოდა.

ბედის ირონიაა, რომ ვარ ნორვეგიაში, ათასი ფიორდების და ყურეების ქვეყანა ატლანტიკის ოკეანეში,
ათი ათასი ჩანჩქერების და უდიდესი სილამაზის ქვეყანა.

მთაზე ასვლა და კარგი ხედი ძალიან ძნელია აქ, რადგან, ფაქტობრივარად ვერტიკალურ მთაზე უნდა ახვიდე დაახლოებით 800 მეტრი მინიმუმ.

თანაც, ერთ ფიორდში ანუ ჩვენებურად ყურეში თუ ხარ, სხვა ფიორდში რომ იმგზავრო, გადახვიდე, ასეული კილომეტრი უნდა გაიარო მანქანით ან რამდენიმე ათეული გემით.

ყველაფრის ნახვა გინდა და ამდენი უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია.

დღეს შუადღეზე, როცა უკვე სიარულის სურვილი დავკარგე, ვკითხე ჩემს კოლეგას და მეგობარს ნორვეგიელს, რომელტანაც ერთად ტყეღრეები დავდივართ, რომ,

მოდი და პარაპლაინით დავათვალიეროთ ეს ადგილები მეთქი.

არაო, რას ამბობ, აქ იმისთანა ხეობებია და ქარებია, რომ უკვე დიდი ხანია აკრძალულიაო.

ამ ხეობებში ვერტმფრენსაც კი უჭირს ორიენტირება და მხოლოდ სამხედრო სპეციალური მძიმეწონიანი ვერტმფრენით შეიძლება აქ ფრენაო.

სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს არა მარტო გადასახადს, რაიმე ტურისტულ შეთავაზებით აქტივობაზე, არამედ და უპირველესად უნდა ხდებოდეს კვალიფიციური ლიცენზირება და მუდმივი ზედამხედველობა პროფესიონალიზმზე.

ამას ვერც პუტინს და ვერც ბიძინას ვერ დავაბრალებთ. ეს ჩვენი ქართული სამთავრობო საქმეა.

რეგულაციებისა და ლიცენზიების მოხსნა ბევრს თავისუფლებად და კაპიტალიზმად მიაჩნია.

ეს საშინელი ტენდენცია უკვე ძალიან დიდი ხანია დაიწყო საქართველოში ჰიგიენის სამსახურის გაუქმებით და გააგრძელა მერე ყველამ, ვინც კი სკამი მოიგდო.

მოიხსნა შრომის დაცვის კანონები...

მოიხსნა მომხმარებლის დაცვის კანონები ან არ იქნა მიღებული...

მოიხსნა ყველანაირი პროფესიონალური და ხარისხობრივი კონტროლი ყველანაირ ბიზნესზე.

დარჩა მხოლოდ საფინანსო ზედამხედველობა რუდიმენტულად და პოლიტიკური ზედამხედველობა, რომელიც ამ საფინანსო ზედამხედველობის შერჩევითი გამოყენებით ხორციელდება.

ყველა სხვა სახის რეგულაცია იქნება ეს ქვეყნის მოქალაქის თუ ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის საქმე, ამ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს და ამ საქმეში პუტინი და ოკუპაცია ნაღდად არაფერ შუაშია.

ამ ამაზრზენი კადრების ათასჯერ გამეორება ისე, რომ უმთავრეს თემას, მოქალაქისა და ტურისტის დაცვის თემას არ ახსენებდე, ეს უბრალოდ მარაზმია მაგრამ საქართველოში ამაზე პასუხი ხომ მზად აქვთ "არ მოხდეს თემის პოლიტიზირება"

არადა, პოლიტიკაა ის, რომელმაც რეგულაცია უნდა დააწესოს, შეამოწმოს მისი შესრულება და ლიცენზიის მიმღების პროფესიონალიზმი და მისი დახელოვნება ასევე შეამოწმოს.

არსებობს სუფთა ამერიკული გამოსავალიც, აბსოლუტურად არაფერს ამოწმებ, ყველა იფრენს იმით, რაც სურს, თუ აქვს ფორმალურად უფლება და სამაგიეროდ კი, თუკი რაიმე უბედური შემთხვევა მოხდება, ამ საქმეზე პასუხისმგებელს იმდენი კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რომ თავად იზრუნებს საკუთარ დახელოვნებაზე.

კი, ასეც შეიძლება..... ფულზე ყველაფრის გაყიდვა შეიძლება ჯანმრთელობისაც და სიცოცხლისაც პრიორიტეტების ამბავია უძველესი დისკუსიაა აბსოლუტური თავისუფლება დაცულობის პირისპირ საპირწონეზე", - წერს ფრანგიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

შს მინისტრის თქმით, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* პრეზიდენტი: სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს! გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!

* "სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებსა და მეგობრებს" - აშშ-ის საელჩო

* "აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში" - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793373288

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი „ალდეს“ განცხადებაზე: ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს

„ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ალდეს“ განცხ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1793370572

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა

პოლიტიკური სპეკულაციები და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებებით ბერდი...

დავით მათიკაშვილი

1793369312

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით

„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...

ალუდა ღუდუშაური

1793367369

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა. ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამ...

ჰანს კლუგე

1793365931

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი ირანის ომზე: ის მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. „ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი...

 ტრამპი ტრამპი