არ ვნანობ, რაც გავაკეთე! - ჟურნალისტს, რომელიც რუსული არხის პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა პატიმრობა ემუქრება
არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი, - ამის შესახებ მარინა ოვსიანიკოვამ, რომელიც გუშინ საინფორმაციო გამოშვების დროს უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით პირდაპირ ეთერში შევიდა„ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„არ ვიცი, რა მელის უახლოეს პერიოდში. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება,“- განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ.
ცნობისთვის, გუშინ ჟურნალისტი, რედაქტორი რუსეთის პირველი არხის, საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ” გამოჩნდა.
ასევე საინტერესოა:
1792435984
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებით, ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის განცხადებებმა, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა. როგორც ნიკოლოზ ს...
1792434070
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ მხარი ძალადობას, მაგრამ იმ რეალობასთან როცა გაავლებ პარალელს, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მცდელობების მზაკვრობის სიღრმეს ნახავთ
„რასაკვირველია, არცერთ შემთხვევაში ძალადობას ან ძალადობის პროვოცირებას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაგრამ როდესაც იმ რეალობასთან პარალელს გაავლებ, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მც...
1792431293
მსოფლიოგერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს. „ის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ მემარცხენე ექსტრემისტ...
1792428748
მსოფლიოქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და სპარსეთის ყურის ტურნე დაიწყო
„საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობის, ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე ქალაქში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და ს...
1792426619
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია. Newshub.ge-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში გან...































