"ასე იყო მიშას დროს, მაგრამ მთავრობაზე განაწყენებულს არ მიფიქრია ჩემი სამშობლო მეძაგებინა!" - ლალი მოროშკინა ქსენია სობჩაკს გამოექომაგა

ჟურნალისტი, პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში რუსი ბლოგერისა და ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და მის ირგვლივ აგორებულ აჟიოტაჟზე წერს:

"რა საოცარი უნარი გვაქვს ყველაფერი გავაუკუღმართოთ.

ახლა წარმოიდგინეთ, მე რომელიც ჩავდივარ მოსკოვში წინაპრების საფლავებზე, პატივს მივაგებ დიდ ბაბუას, რომელიც ლომონოსოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამაარსებელი იყო, ყვავილები მიმაქვს ონკოლოგიურ კლინიკაში, ბიძაჩემის სახელობის ფონდში, სადაც ილია მოროშკინი მთავარი ექიმი გახლდათ და ქართველებს ოპერაციას უფასოდ უკეთებდა, ვსტუმრობ ზურაბ წერეთელს და მის შესანიშნავ დედაენის ძეგლს, ვეფერები მეგობრებს "სახინკლის" ქსელიდან, სადაც განუმეორებელი "ბრავო-მეტეხი" მეგულება, ვეჭორავები დიდი ხნის უნახავ სოსო პავლიაშვილს და სხვა გულითად მეგობრებს, რომელთა დაუღალავი შრომით უდგია სული ბევრ ოჯახს საქართველოში, და აი ამ დროს ვიღაც რუსი მეუბნება:

"Дайте интервью против Грузии"- ასე იყო მიშას დროს, მაგრამ არც მაშინ, მთავრობაზე განაწყენებულს არ მიფიქრია ჩემი სამშობლო მეძაგებინა!

როგორ აჰყევით ბინძურ თამაშს?

სამშობლო ერთია და მას მოფერება უნდა, რუსი ხარ, ფრანგი, უკრაინელი თუ მაპუტუს მკვიდრი!

სტუმარი კი ყოველთვის ღვთისაა!

ჯამი - ჭურჭელია!", - წერს მოროშკინა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია

1793472591

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი

სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...

ლევან მახაშვილი

1793467771

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...

ირაკლი კირცხალია

1793466625

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი