„ავარიის შემდეგ გარდაცვლილი ვაჟის, გიორგის ძაღლმა დაგლიჯა და მოკლა“ - თინათინ მღვდლიაშვილი ნიუ – იორკში მომხდარ ტრაგედიაზე
ნიუ – იორკში მომხდარ ტრაგედიაზე პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი წერს.
“შემზარავი ტრაგედია ნიუ იორკში – პიტბულმა ქართველი პიანისტი ქალბატონი მოკლა! ენით აღუწერელი ტრაგედია დაატყდა თავს ქართველ პიანისტს, მარინა გაბუნიას, რომელიც ახლახან, მოტოციკლეტით მომხდარი ავარიის შემდეგ გარდაცვლილი ვაჟის, გიორგის ძაღლმა დაგლიჯა და მოკლა!
ამ ამბავმა შეძრა ამერიკის მედია, ქალბატონი მარინას მეგობრები, კოლეგები, მეუღლე – რიჩარდი, მისიმოწაფეები. მარინა გაბუნია მუშაობდა : American Ballet Theatre- ში და Ballet Accompanist The Juilliard School-ში. თავის მოსწავლეებს აზიარებდა უმშვენიერეს ქართულ მუსიკას, სარგებლობდა პატივისცემით და დიდი სიყვარულით.
18 ივლისს უდიდესი მწუხარება დაატყდა თავს, ავარიის შედეგად გარდაიცვალა მისი წარმოსადეგი ვაჟი, გიორგი. საბრალო დედამ თავის სახლში წაიყვანა გიორგის ერთგული ძაღლი, ამერიკული პიტ ბულ ტერიერი. ძაღლი მუდმივად ეძებდა პატრონს, დარდობდა, არავის აკარებდა გიორგის ნივთებს, სამოსს. უფრო მეტიც, გიორგის
ტანსაცმელი თავისი ლეიბის ქვეშ შეათრია და ზედ იწვა. ქალბატონი მარინა, თურმე, მეგობრებს წერდა, რომ უკვე ეშინოდა ძაღლის, რომელიც სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა.
მე არ ვიცი, რას ფიქრობდა ძაღლი, მაგრამ, ფაქტია, რომ გიორგის გარდაცვალებიდან ათიოდე დღის
შემდეგ, მარინა გაბუნიას თავს დაესხა და დაგლიჯა. რასაკვირველია, ის უბედური პიტბული პოლიციამ
მოკლა. აი, ასეთი უბედურება დატრიალდა ნიუ იორკში. ეს ტრაგედია გააშუქა ამერიკის ტელევიზიის
თითქმის ყველა არხმა. ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას სიფრთხილისკენ.
აღსანიშნავია, რომ ამ პიტბულის ყოლა რამდენიმე შტატში აკრძალულია. პიტბული გამოირჩევა დიდი
ერთგულებით, იმავდროულად, არის მებრძოლი ბუნების, ჯიუტი და შეუპოვარი, მუდმივად საჭიროებს
წვრთნას და ვარჯიშს, რათა ენერგია დახარჯოს.
ქალბატონ მარინას დაკრძალავენ 5 აგვისტოს, ამერიკაში, ნიუ იორკში, გიორგის გვერდით… რას წარმოიდგენდა შვილი, რომ მისი საყვარელი, ერთგული ძაღლი დედას მოუკლავდა?!.
საშინელებათა ფილმის სცენარებს ცხოვრება წერს!.. თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს,
კოლეგებს, მეუღლეს, საბალეტო სკოლის სტუდენტებს და, რასაკვირველია, შენც, საქართველო!..
აცხონოს უფალმა დედა-შვილი!“, - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი, მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და პიანისტი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 "რატომ აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკურ განცხადებებს?"
🔵 ლატვიამ რუსეთთან მოქალაქეების გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმება შეაჩერა
1793351819
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში
შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...
1793349715
საზოგადოება„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება
საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს. სიორიძის თქმ...
1793348996
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბი...
1793346859
საზოგადოებაპრემიერი: გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი
„დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონშ...
1793346227
საზოგადოებაკობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს
„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენ...

























