პილოტი: ჩემი აზრით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნა ქარის ბრალი იყო, თუმცა დაზუსტებით გამოძიება იტყვის - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ყოფილიყო პატარა შოულმფრენი, ოპერაციას წარმატებით ჩაატარებდა
პილოტის, შამილ ქორთოშიძის განცხადებით, ზაზა ლორია ძლიერი სპეციალისტი იყო, ვერტმფრენი გამართულად მუშაობდა და მისი აზრით, გუდაურში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ქარის უეცარი ცვლილება გახდა. ამის შესახებ მას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თმით, შემთხვევის არეალში შესვლამდე, ზაზა ლორიამ ორი-სამი წრე გააკეთა, ქარის მიმართულება განსაზღვრა, ადგილზე მივიდა და სამაშველო ოპერაციის დაწყებისას ქარმა მიმართულება უეცრად შეიცვალა, რამაც ვერტმფრენის კლდესთან შეჯახება გამოიწვია.
„ქარმა მიმართულება უეცრად შეიცვალა და ალბათ, ამ მომენტში გაძლიერდა და შოულმფრენის მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, ცოტათი უფრო კლდისკენ გადაიწია და ამან გამოიწვია. კლდესთან ისედაც ახლოს იყო, იმიტომ რომ პარაპლანისტი ისეთ ადგილზე იყო, რომ მის დასახმარებლად ვერტიკალურად მაღლა უნდა ყოფილიყო, რომ პარაპლანისტამდე ბაგე ჩაეშვათ. ახლოს იყო და ამ ქარის შეცვლამ და შოულმფრენის მდგომარეობის შეცვლამ უკანა ხრახნის კლდესთან შეჯახება გამოიწვია, რამაც უკანა ხრახნი დააზიანა. ჩემი აზრით, ქარის ბრალი იყო, თუმცა დაზუსტებით გამოძიება იტყვის“, - განაცხადა შამილ ქორთოშიძემ.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ უბედური შემთხვევა ტექნიკის გაუმართაობის ბრალი ყოფილიყო.
„ტექნიკას,ტექნიკის სიძველეს, ან რესურსების არ ქონას ნუ დავაბრალებთ, იმიტომ რომ კადრებშიც კარგად ჩანს რომ ტექნიკა იდეალურად მუშაობს. ეს ყველაფერი შეჯახების შემდეგ დაირღვა. უბრალოდ ავიღოთ მანქანა და იმ ძველ მანქანას ყველა დეტალი გამოუცვალოთ და იგივე სამუშაოს შეგისრულებს, რასაც ახალი მანქანა. ამ დროს უკეთესია ახალი იყოს, მაგრამ ყოველდღიურად ახალს ხომ ვერ შევიძენთ. მუშა მდგომარეობაში იყო, რესურსიც ჰქონდა და ყველაფერი, ტექნიკის ბრალი გამორიცხულია,“ - აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილას რომ სამაშველო სამსახურის შესაბამისი პატარა შოულმფრენი ყოფილიყო, მას არეალში მოქმედების კარი საშუალება ექნებოდა და შესაბამისად, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
„თავისთავად ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ სამაშველოს სპეციალური აღჭურვილობით თავისი ტექნიკა ჰყავდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ყოფილიყო მაგალითად, პატარა შოულმფრენი, იმას თავისი სამუშაო პატარა არეალი სჭირდება, უფრო ახლოს მივიდოდა და ოპერაციას წარმატებით ჩაატარებდა“, - განაცხადა პილოტმა.
29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ასევე დაიღუპა უცხოელი პარაპლანისტიც. გადარჩა მხოლოდ ქართველი პარაპლანისტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 "რატომ აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკურ განცხადებებს?"
🔵 ლატვიამ რუსეთთან მოქალაქეების გამარტივებული წესით გადაადგილების შესახებ შეთანხმება შეაჩერა
🔵 სატვირთო ავიაგადაზიდვებს მსოფლიო ბაზარზე აგვისტოს მეორე ნახევრიდან ქართული კომპანია შეასრულებს
1793356457
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...
1793351819
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში
შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...

























