„ბრძოლის წაგება, არ ნიშნავს ომის წაგებას, განსაკუთრებით არათანაბარი ბრძოლის ველზე, ჩვენი სასამართლო სისტემის პირობებში!“ - თამთა თოდაძე
თამთა თოდაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„ძვირფასო მეგობრებო!
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ჩემი მესენჯერი სავსეა წერილებით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს! სამწუხაროდ, ყველას ვერ გპასუხობთ დროულად, რისთვისაც ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, თუმცა, ცხადია აუცილებლად გიპასუხებთ. ეს თქვენ მაძლევთ ბრძოლის ძალას!
ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თქვენგანისაგან, ცოტა დამთრგუნველი წერილი მივიღე, სიტყვებით:
“ვიზიარებ”, “ვერ გირეკავ, ვინ იცის როგორ ხარ”, “ვაიმე ახლა რა იქნება” და ა.შ…მეგობრებო, არავინ მომიკვდარა და არც სამყაროს დასასრული დამდგარა ამ გადაწყვეტილებით. ცხადია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღრმა დეპრესიაში ვარ ან რამე მსგავსი, პირიქით, მინდა იცოდეთ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ!
მინდა ისიც გითხრათ, რომ ბრძოლას არ ვწყვეტ, აუცილებლად გავასაჩივრებ, თუ დამჭირდა სტრაზბურგამდეც კი წავიღებ, მაგრამ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ! ბრძოლის წაგება, არ ნიშნავს ომის წაგებას, განსაკუთრებით არათანაბარი ბრძოლის ველზე, ჩვენი სასამართლო სისტემის პირობებში!
ცხადია, ყველამ ძალიან კარგად იცის სიმართლე, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ ყოფნის გამბედაობა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება!
მოკლედ, მე ყოჩაღად ვარ, ძალიან საბრძოლო განწყობაზე (იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე ვიყავი) და დარწმუნებული იყავით, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!“, – წერს თოდაძე.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელიც სექსუალურ დანაშაულში იყო ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ 20 მაისს ცნო.
ასევე დაგაინტერესებთ:
1788281842
ახალი ამბებისვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ცნობით, ცხედარი ჭალათის მყინვარის მიმდებარედ ნახეს....
1788279677
მსოფლიონეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა
ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...
1788277123
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...
1788276565
ახალი ამბები„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...
1788275376
ახალი ამბებიბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...































