"დამანახვა შვილის ხელი და ჩემი 15 წლის ქალიშვილიაო" - რას წერს ტრაგედიის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს ავტორზე ქეთი ქარდავა

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:
"მამის აუტანელი ტკივილის ამსახველი ფოტო თურქეთში მომხდარი ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა.
მესუტ ჰანსერის გაყინული სახე, დისტანცირებული დროსა და სივრცეში ,ნანგრევებში მოყოლილ შვილთან განშორების სიძნელე და მასთან ერთად დამარხული იმედი. ფოტოს ავტორი ადემ ალტანია.
ფოტოგრაფს 41 წლიანი გამოცდილება აქვს. ფოტომ მთელი მსოფლიო შემოიარა და ერთი ადამიანის ტრაგედიამ თურქეთის შავი წუთები ჩვენს გულამდე მოიყვანა.
“ ნანგრევებთან მყოფი მამაკაცი დავინახე. მოვემზადე გადასაღებად. მან დამიძახა და მთხოვა ფოტო გადამეღო. თვალები ცრემლებით ამევსო. რამდენჯერმე ვკითხე სახელი , რადგან კარგად არ მესმოდა. დამანახვა შვილის ხელი და ჩემი 15 წლის ქალიშვილიაო.. ფოტოს გადაღების შემდეგ რამდენიმე წუთი დაველოდე. მათ წასაყვანად არავინ მოსულა. მეც სხვა ობიექტზე გადავედი. დილას გადავედი ნანგრევებთან მოსაკითხად და მამა აღარ დამხვდა,”- იხსენებს ფოტოგრაფი.
თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 24 000 ზე მეტი ადამიანი შეეწირა. უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ დაიგვიანა ეპიცენტრში თურქეთის ხელისუფლების დახმარებამ და სასოწარკვეთილი მოსახლეობა მარტო დარჩა.
ბევრ პროვინციაში იმდენად რთული ვითარება იყო, რომ მისვლა რთული იყო და დამხმარე ძალა თავად მოყვა ნანგრევებში. თურქეთში 30 000 ზე მეტი უცხოელი მაშველი მუშაობს. ერთ-ერთი ❤️
პირველი ქართული სამაშველო ჯგუფი იყო. მაისში არჩევნებია და უკვე არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ მიწისძვრის უმძიმეს შედეგებს სახელი და გვარი აქვს. სამძიმარი თურქ ხალხს" - წერს ქეთი ქარდავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* პოლიციელი ქალი და მისი 15 და 10 წლის გოგონები ნანგრევების ქვეშ დაიღუპნენ
* "კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, ჩემთვის არ არის საინტერესო მათი აქციები" - პრემიერი ნაცებზე
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...
1741596355
ახალი ამბები„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“ - შალვა პაპუაშვილი
„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...
1741595218
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე
„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხ...
1741593094
სპორტიქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს
გასული უიქ-ენდი წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარ...