"ეს არის ხმოვანი სიგნალის აპარატი, უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის - ერთი ცალი ეს აპარატი მინიმუმ 500 ევრო ღირს, უკვე ყოველდღიურობა გახდა მათი მიზანმიმართულად დამტვრევის და დაზიანების ფაქტები" - გიგა სოფრომაძე

თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ეს არის ხმოვანი სიგნალის აპარატი, რომელიც აყენია შუქნიშნებზე და განკუთვნილია უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის.

ამ აპარატების საშუალებით ხდება შუქნიშნები ადაპტირებული, ხოლო ქვეითთა გადასასვლელები უსაფრთხო და მარტივად აღქმადი იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც მხედველობის პრობლემები აქვთ.

სამწუხაროდ უკვე ყოველდღიურობა გახდა მათი მიზანმიმართულად დამტვრევის და დაზიანების ფაქტები, რითაც კიდევ უფრო რთულდება ადამიანთა ნაწილის დამოუკიდებლად გადაადგილება და საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობას.

ერთი ცალი ეს აპარატი მინიმუმ 500 ევრო ღირს.

მისი ყიდვა და მონტაჟი კი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დროს საჭიროებს..

თუ გვინდა რეალურად გვქონდეს ისეთი გარემო, რომელშიც ყველა ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, რომელშიც ყველა ადამიანს შეუძლია შესაძლებლობების რეალიზება, აუცილებელია გავუფრთხილდეთ ყველა იმ დეტალს, რომელიც საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ეწყობა",- წერს სოფრომაძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი