"გახსოვთ ვერეს ტრაგედია? გზა არავის გაუუქმებია... 7 წელი გავიდა" - ბუბა კუდავა
გამომცემლობა "არტანუჯის" დამფუძნებელი ბუბა კუდავა გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს:
"გახსოვთ ვერეს ტრაგედია?
სამაშველო ვერტმფრენები ახალი გაყიდული ჰქონდათ, მაგრამ შეძლეს და საზოგადო ბრაზს ოსტატურად სხვა მიმართულება მისცეს:
მაგ ხეობაში გზის გაყვანა როგორ შეიძლებოდაო!
ატყდა ვაი-ვიში და წყევლა-კრულვა.
გავიდა 7 წელი!
გზა არავის გაუუქმებია.
ხეობაში მიმდინარე მშენებლობები არ შეწყვეტილა.
პირიქით, დასრულდა და უზარმაზარი ახალი კორპუსებიც წამოიმართა.
ზოოპარკიც ადგილზეა.
სამაშველო ვერტმფრენებიც არ უყიდიათ.
კიდევ ბევრი სხვა რამ არ უქნიათ.
მორიგი ტრაგედია.
ისევ სხვაგან უშვებენ ბრაზს:
პარაპლანისტებიო, უკონტროლობაო, რეგულაციებიო არააო, ექსტრემიო, აკრძალვაო...
აიკრძალოს-აიკრძალოს-აიკრძალოს კი არა, იაზროვნე-იაზროვნე-იაზროვნე.
ოდესმე სწორი მიმართულებით გაბრაზებას თუ ვისწავლით ნეტავ",- წერს კუდავა.
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან, 7 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.
სტიქიური უბედურება გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი.
წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.
უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.
მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793370572
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა
პოლიტიკური სპეკულაციები და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებებით ბერდი...
1793369312
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით
„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...
1793367369
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა. ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამ...
1793365931
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი ირანის ომზე: ის მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. „ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი...
1793365902
საზოგადოება1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...




























