„გავდივარ პენსიაზე სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს 2024-ში“ - რა შეემთხვა პარიზში ჩასულ ირაკლი ოქრუაშვილს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი  მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს რა შეემთხვა პარიზში ჩასვლისას: 

„მორჩა, დამთავრდა, ვანებებ თავს ყველაფერს, ყველანაირ აქტიურ საქმიანობას და მივდივარ პენსიაზე. ისეთი დამემართა გამთენიისას, აშკარად წავიდა ჩემი დრო.

დიდ მანძილზე მანქანით სიარულს უკვე ვეღარ ვეგუები, მაგრამ მოხდა ისე, რომ გუშინ ათასი კილომეტრი უნდა გამევლო, თან მარტოს, დამლაპარაკებელი რომ არ გყავს. ღამის თორმეტი იქნებოდა 600 კმ. მქონდა უკვე გავლილი და ისე დავიღალე აღარც ყავა მშველოდა და აღარც პოსტების წერა დროდადრო შესვენებებისას.

რამდენჯერმე ტრაილერების სიგნალებმა რომ გამომაფხიზლა, მივხვდი რომ უკვე ვეღარ ვმართავდი მანქანას, მაგრამ გაჩერება და დაძინება არ მინდოდა, რადგან 11 საათზე შეხვედრა მქონდა და ერთი სული მქონდა წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროს ლოგინზე დავგდებულიყავი და 2-3 საათი დამესვენა შეხვედრამდე.

დილის 5 საათზე როგორც იქნა სასტუმრომდე მივაღწიე, მანქანა ყველაზე დიდი ჯარიმის გამოსაწერ ადგილზე გავაჩერე, სასტუმროში შევლასლასდი და ბოლო ენერგიის მოკრებით ვუთხარი - დროზე ნომერი მომეცით ცოტა დრო მაქვს მეთქი. მიყურა ადმინისტრატორმა და ცივი წყალი გადამასხა, სასტუმრო სავსეა და თქვენზე ჯავშანი არააო. რას ამბობ, აგერ კონფირმაცია, თან მოგწერეთ რომ გვიან ჩამოვალ მეთქი. ჩახედა ისევ კომპიუტერს, აჩხაკუნა კლავიატურა და წყნარი სახით მითხრა - 2 წლის შემდეგ გამოიარეთ, ჯავშანი 2024 წლის სექტემბერში გაქვთო გაკეთებულიო.

სახლში, ერთკვირიანი ლოთობის თავზე, შუაღამისას რომ მიხვალ, ჩემოდნები გარეთ გამოდგმული დაგხვდება და მთვარის შუქზე მოწამლული თაგვივით დაბორიალებ და ფიქრობ რომელი ძმაკაცი შემიკედლებს და გამათევინებს ღამესო, ეგრე დავეხეტებოდი პარიზის ნაწვიმარ ქუჩებში ეული მიჯნურივით, მაგრამ სულ გამოფხიზლებული.

მორჩა გავდივარ პენსიაზე სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს 2024-ში.“ - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 TBC: ლორთქიფანიძის ორგანიზაციის დამფუძნებელი იურიდიული პირი სანქცირებულია, ანგარიში დაიხურა

🔵 მართლმადიდებლური სამყარო წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

🔵 „მოსახლეობა უნდა მოემზადოს ძალიან რთული ზამთრისთვის, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით“ - საბერძნეთის პრემიერი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1793523531

მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

1793520579

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1793518136

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ

ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...

შალვა პაპუაშვილი