"გული მტკივა, რომ შეგეშალათ" - პოეტი მიმოზა ცანავა აცხადებს, რომ სამეგრელოში მერიის დაფინანსებულ ლექსების ფესტივალზე, ასაკის გამო დაბლოკეს
მწერალი, პოეტი მიმოზა ცანავა სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი სამეგრელოში ფესტივალზე ორგანიზატორებმა მისი ასაკის გამო არ მიიწვიეს:
"თურმე ასაკი კავშირშია პოეზიასთან!!!!!... .....
არასოდეს ვყოფილვარ ასეთი შეურაცხყოფილი!
არასოდეს არ მიგრძნია ასეთი საშიშროება დღეს რომ ვიგრძენი!...
ალბათ ერთი სული გაქვთ გაგიზიაროთ ჩემი ემოციები ამ საკითხის მიმართ!....
ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს - საქართველო თავისი ულამაზესი კუთხეებით!
ეს არის ჩვენი სიმდიდრე!
სილამაზე!
ვამაყობ ჩემი მეგრელობით!
ძირძველი ზუგდიდელი გახლავართ!
იქ დაბადებული და იქ გაზრდალი!
იქ,იქ დამრჩა ჩემი უძვირფასესი საფლავები!...იქ გამხმარი ფოთოლიც კი
მათრთოლებს!
ჩემი ოდაბადე!
ჩემი სუნთქვა და სიმდიდრეა!
როდესაც მომიწია მშობლიური ქალაქის დატოვება ეს დიდი ტკივილი იყო ჩემთვის, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა!
ერთადერთ შვილთან უნდა ვყოფილიყავი.
სწორედ ავტობუსში
მუხლზე დავიწერე საკმაოდ ცნობილი
ლექსი ,,ოდაბადე",რომელიც ბრწყინვალე ქალბატონმა ნანა ნოდიამ აამღერა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოზარდები მღეროდნენ!
ბრწყინვალე კლიპი იყო და არის!
თან ვტიროდი და თან სულიდან მეღვრებოდა ეს სტრიქონები ,,უსქანობა ვადმასქვამე ჩქიიმი მოკვართხილი ოდაბადე!"..
,,უშენობას ვერ დავიმშვენებ,ჩემო წარმტაცო სამშობლოვ!"...
ბედისწერა ვინ რას უმზადებს ეს არავინ იცის!
ალბათ ბევრმა გაიგო,რომ სამეგრელოში ტარდება ფესტივალი "მეგრულ-ლაზური ,სვანური ლექსების"
ჩემს მშობლიურ კუთხეს წიგნები მივუძღვენი ,,ოდაბადე" და ,,კოლხური სევდა!"
მალე მესამე წიგნი იხილავს დღის სინათლეს,,თოლიგე"!(ეს სამივე წიგნი მეგრულ-ქართულ ენაზეა ისე 8 წიგნის ავტორი ვარ!)
გავიგე, რომ ეს პროექტი მერიამ დააფინანსა და ინფორმაცია საჯარო იყო!
ორგანიზატორს ლია ნაროუშვილს დავურეკე კეთილი განზრახვით!
გამიხარდა ჩემს მშობლიურ კუთხეში ასეთი ღონისძიების ჩატარება.
საჭიროდ ჩავთვალე მომეკითხა რა ფორმატით ტარდებოდა!
თანაც წინა დღით მეგობარ მხატვარსა და პროზაიკოსს რეზო ადამიას ვესაუბრე.
დამპატიჟეს და ნახატები მთხოვესო.
მართალი გითხრათ სახტად დავრჩი!
ვფიქრობდი როგორმე მომეკრიბა ძალა და ჩავსულიყავი, რადგან ჩემს მშობლიურ სამეგრელოს ეხებოდა და..ისე მინდოდა მოვფერებოდი, რომ...ვერ აგიწერთ ამ სურვილის სიმძაფრეს!
რაჭველი არავინ არ მყავს, მაგრამ რატომღაც გამომყვა რაჭვული ეგ თვისება, რომ გვიან ვაანალიზებ ყველაფერს!....
ძალიან მეტკინა გული, როცა გავიგე, თურმე ასაკოვანი ხალხი დაბლოკილია!
საჭირო არ არის მათი წაკითხული ლექსი!
მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ..
ასეთი ჰიტლერული სისასტიკე და უგუნურობა ვინ მოიფიქრა?!?!
როგორ?!?! ფესვები, თუ არ დავარწყულეთ კოკორს გამოისხსმს,?!?!
ეს უდიდესი შეცდომაა! ამაოებამ შემიპყრო!
ასეთ დროს დიდი ნებისყოფა გინდა,რომ თვითკვლელოზე არ იფიქრო!
ასეთი სიტუაციების გამო იკლავდნენ ჩვენი დიდი პოეტები თავს!
არ ვჭირდებით ასაკოვანი პოეტები!
ან იქნებ ჩემი ჯოხი არ მოსწონს ზოგიერთებს?!
არ ვიცი!
ეს არის ადამიანის სულში ჩაფურთხება!
სხვა არაფერი! როგორ,?!
თუ ფესტივალია მარტო ერთი ჯგუფისთვის ტარდება?!
გაოგნებული ვარ!
ასეთმა უაზრო პროექტებმა და დაქუცმაცებამ მიიყვანა საქართველო ამ დღემდე!
ასეთმა დაუფიქრებელმა ერთმანეთის
ხელის კვრამ, იგნორმა აღმართა ადამიანებს შორის სიძულვილის გორები!....
სიბერე გარდუვალია!
ღმერთმა ყველა დაგვაბეროს ლამაზდ!
ღმერთის არ გეშინიათ?!
ჩემი თაყვანი და დიდი მოკრძალება ახალგაზრდობას-ახალ საქართველოს!
ჩვენი ვალია ყველა ნიჭიერს ხელი შევუწყოთ, ეს იმას არ ნიშნავს შეურაცხყოფა მივაყენოთ ასაკოვან, პროფესიონალ შემოქმედებს
მე პირადად ისეთ განწყობაზე ვარ,
ასე მგონია ათასი ტყვია დამახალეს!...
პირიქით!
ლექსის ალავერდობას გავაკეთებდი ძველსა და ახალ თაობას შორის!
საქართველოში სამწუხაროდ ყველაფერი პირადულით იწყება!
საუბედუროდ ეს დამღუპველია!
მომიტევე, ჩემო ლია, მაგრამ ამ ტკივილს გულში ვერ ჩავიკლავდი!
სამეგრელო ჩემი სუნთქვაა! ჩემი ძალაა!
მშობლიურია და მე, როგორც მისი გაზრდილი ერთ-ერთი კონკია პოეტი მას ბევრჯერ მოვეფერები!
გულში ჩავიკრავ და.
ბევრ წიგნსაც მივუძღვნი!.
ყველამ კარგად იცის, რომ სცენას დახარბებული არა ვარ ,არც
ტელევიზიებს!
უბრალოდ გული მტკივა,
რომ ასე შეგეშალა!
მაშინაც, როცა ასაკოვანი ხალხი მოგვიწვიე, პრობლემა გახადე ჩემი გამოსვლა!
რატომ?!
მე არ მრცხვენია ავადმყოფობის!
არც ჩემი ლექსების!
რაც შემიქმნია გულის სისხლით დამიწერია!არასოდეს ვყოფილვარ ყალბი!
არავისთან!
რუზველტი ეტლით მოსიარულე იყო,მაგრამ მსოფლიოს მართავდა!
გული ძალიან მეტკინა!
ვისაც ჩემი მისვლა არ გაუხარდება,მასთან არასოდეს მივალ!!
ჩემს მშობლიურ კუთხეს კი ვეთაყვანები!
მომიტევეთ ასეთი ემოციები, მაგრამ მითხარით ,ჩემო კეთილო ადამიანებო ,არის თუ არა ეს დანაშაული, რომ ასაკისა და ავადმყოფობის გამო აუკრძალო ადამიანს სცენაზე გასვლა?!
მე ასე გეტყოდი ,,იღონდ შენ ჩამოდი და. რაზეა საუბარი მე თავად გიყავარჯნებ !
კიდევ კარგი, რომ უამრავი ადამიანი
გულწრფელად გვერდით მიდგას და მყავარჯნობს!
სამეგრელოს ვერავინ მიისაკუთრებს!
ის ყველა ჩვენგანს გვეკუთვნის და ვერავინ ვერ დამიპროექტებს ჩემს მშობლიურ კუთხეს მოვეფერო ,თუ არა!
ღმერთო!
მოგვიტევე ადამიანებს ცოდვები!
გაუნათე გონება და ნუ დააბრმავებ სიძულვილით!
შურით!
მხოლოდ სიყვარულის სხივი მოჰფინე და გაუთბე მყინვარწვერივით ცივი გულები!",- წერს პოეტი და მწერალი მიმოზა ცანავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍"ვპროგნოზირებ უახლოეს დღეებში რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის ტყვედ აყვანას" - მიხეილ სააკაშვილი
1793466625
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...
1793459017
საზოგადოებარევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...
1793456801
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...


























