"ჯერ დათვი არ მომკვდარა... მაგრამ მგონია ისეა დაუძლურებული და შიშნაჭამი, ცოტა ხანი მაინც აიღებს ხელს ახალ ავანტიურაზე"

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში საქართველოს გეოპოლიტიკურ როლის საკითხს ეხმიანება და ქვეყნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს:
"ჯერ დათვი არ მომკვდარა... მაგრამ მგონია ისეა დაუძლურებული და შიშნაჭამი, ცოტა ხანი მაინც აიღებს ხელს ახალ ავანტიურაზე და ძალადობაზე.
აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ დროის ამ ფანჯრით!
რა თქმა უნდა, არავითარ მეორე ფრონტს და სადმე ომით შეჭრას არ ვგულისხმობ - საერთოდ ვფიქრობ, რომ კეთილი სურვილებიც არ ამართლებს ძალადობას, პირიქით ამ სურვილებსაც აფერმკთალებს და საეჭვოს ხდის მის სიკეთეს...
თუმცა ახლა ამაზე არ ვსაუბრობ;
ახლა, ძალიან მალე დადგება დრო, რომ დაუსჯელად დავუთმოთ აშშ-ს სამხედრო ბაზებისთვის ტერიტორია!
ეს ნატოში შესვლაზე მეტიც იქნება, თუ რა თქმა უნდა, თავად აშშ-ს ექნება ამის სურვილი და სამხედრო რესურსი.
"რატომ უნდა გვქონდეს ვინმეს ბაზა, ვიყოთ ნეიტრალური, შვეიცარია, კისელის მდინარეები, მთვარეზე ღვინის მარნები"- ხალხის ნააზრევს აღარ განვიხილავ, მომბეზრდა და არც აქვს აზრი მათ შეგონებას.
ერთს ვიტყვი მხოლოდ:
ყველაზე დიდი აშკარა, ღიად მოწინააღმდეგე ცხადია რუსეთია, თუმცა გაიხსენეთ კიდევ რამდენი მეზობელი გვყავს ცნობილი მსოფლიო ისტორიაში, როგორც ყველაზე აგრესიული დამპყრობლები...
ცოტა ხანში, რა თქმა უნდა უკრაინასთან ომის შემდეგ (ან განმავლობაში) რუსეთი ვერ გაბედავს ამერიკასთან ჩვენს ასეთი სახის ალიანსს აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს.
თუმცა, კიდევ ვიმეორებ, აშშ-ს სურვილი გადამწყვეტია ამ საქმეში.
ვფიქრობ უკვე დროა, ამ მიმართულებით იმუშაოს ხელისუფლებამ", - წერს გადელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...