„კიდევ ერთი სოფელი იქცა ნასახლარად... მთაში კაცი , მიხა პაპა დაკრძალეს” - რას წერს გოდერძი შარაშია
ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია, მიხა პაპას შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს.
შარაშია წერს, რომ მიხა არაბული მისი სურვილის მიხედვით სოფელ ორბეულთაში დაკრძალეს.
„დღეს მთაში კაცი დაკრძალეს!
ეს კაცი გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული იყო, ჩემი ქვეყნის მესაზღვრე იყო მიხა
ასეთი კაცები იშვიათად იბადებიან, ხევსური მარტოკაცი, ადრე იმედის გმირებში გადავიღეთ და ორი სიტყვა ძლივს ვათქმევინეთ საკუთარ თავზე.
მიხო პაპა ქვეყანაზე წუხდა და ეს სევდა თან წაიღო.
მიხას მშობლიურ სოფელ ორბეულთაში (ზეისტეჩო) სურდა დაკრძალვა და როგორც ფოტოებზე ჩანს ეს სურვილი შეუსრულეს.
კიდევ ერთი სოფელი იქცა ნასახლარად.
დღეს მთაში კაცი დაკრძალეს, კაცი”,- წერს გოდერძი შარაშია.
გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიხა პაპა ბოლო დროს თბილისში იმყოფებოდა, მას სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 რა გელოდება დღეს? - 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵 ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება
1792686144
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინი...
1792682204
ახალი ამბებისაქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო. 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პ...
1792680779
ახალი ამბებისოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი
2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება...
1792679739
მსოფლიოგერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის...
1792679007
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი
„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ...






























