"ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთს ყელში აქვს გაჩხერილი... იცით, რატომ?" - რას წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, რუსული მხარის მიერ ლუგარის ლაბორატორიის კვლავ ხსენებას "საფრთხის" კონტექსტში, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმიანება და წერს:

"ლუგარის სახელობის ლაბორატორია რუსეთს ყელში აქვს გაჩხერილი.

იცით, რატომ?

დამპყრობელს ვერ წარმოუდგენია, რომ ჩვენ კარგი რამე გვქონდეს, ვერ წარმოუდგენია, რომ მათ გარეშე შეგვიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, ვერ წარმოუდგენია, რომ შეგვიძლია მასზე დამოკიდებული ძაფების გაწყვეტა და მე თუ მკითხავთ, რაც შეიძლება ბევრი ძაფი უნდა ჩავწყვიტოთ, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით, რადგან ყველაფერს ჩვენსავე დასაჯელად იყენებს.

რუსეთს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს მაღალი დონის ლაბორატორია და ანალიზებს რუსეთში აღარ ვაგზავნიდეთ.

შეიგნოს ამ კრემლმაც, რომ თუ ვინმეს რუსეთისთვის ბიოსაფრთხის შექმნა სურს, მათ შორის ღორის ჭირის გავრცელება, ლუგარის ლაბორატორიის გარეშეც კი უპრობლემოდ შეძლებს.

დღეს ატომურ ბობმბებზე უფრო მძლავრი იარაღები ასანთის კოლოფებში ეტევა.

და კიდევ, მეჩვენება, რომ კრემლის დეზინფორმაციას მხოლოდ საქართველოში ქართულ ენაზე ვპასუხობთ და არ ვიყენებთ რუსულ მედიასაშუალებებს.

ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ მათ, მათივე მედიით სიმართლე და მერე რამდენიც უნდათ, ის იძახონ ლუგარზე.

მტერს მხოლოდ ლაბორატორია კი არა, რაც საუკეთესო გვექნება, ყველაფერი გაეჩხირება ყელში.

დაე, ვიზრუნოთ, რომ ყველაფერი მართლა საუკეთესო გვქონდეს", - წერს ჩანადირი ფეისბუკზე.

ამავე თემაზე:

⬛ ზელენსკი: დაუყოვნებლივ შეაჩერეთ მკვლელობები, თქვენ გაქვთ ძალა - როდემდე იქნება ბავშვები ნანგრევების ქვეშ (ვიდეო)

⬛ ხვალ ანტალიაში რუსეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

⬛ „ფეხად მიმასწრო ვინცხა ახალგაზრდა კაცმა, 6 კილო იყიდა და იმ მაღაზიაში მეტი არ იყო შაქარი. კი შევეხვეწე სიარული არ შემიძლია-მეთქი მარა ვერ დამითმო ერთი კილო“ - სოციალური მედია

⬛ ხატია ჯანაშია: ზუგდიდში პროდუქტები საწყობშიც დამთავრდა - საკუთარი მოსახლეობის შიმშილის ხარჯზე სხვა ქვეყნისთვის საქველმოქმედოდ პროდუქტების გაგზავნა ნორმალურია?!
 
    

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

1792830142

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...

დაკავება

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა

1792825861

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...

თენგიზ შარმანაშვილი