"მეშინოდა იმ მხარეს გახედვა, სადაც თითქოს აღარ უნდა დამხვედროდა, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა..." - რა ისტორიას ავრცელებს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ფსიქო ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ან სულაც სულელი მეძახეთ, რაც მეტ ეპითეტს დაიტევს სხვათა მიერ აღქმული ვიღაც ქალი, ჩემს სახელს რომ ეძახიან და ხშირად სახეზე თუ მეცნობა მხოლოდ, მით უფრო ყველაფერი ვყოფილვარ, ცუდიც და კარგიც და ეს სულაც არაა უარესი, რაც შეიძლება მჭირდეს, ამბავი კი ასეთია, როცა თავს კარგად არ ვგრძნობ, ან განსაკუთრებით დიდი ნეგატიური ენერგიაა მომართული ჩემკენ, რომელიმე ყვავილი თითქოს ჩემსა და ცუდ ენერგიას შორის დგება და თავის თავზე იღებს ემოციის ნაწილს, აუცილებლად ხმება ხოლმე, ან ავადდება.

აქ არ ვიყავი, რომ მომწერეს, კამარაში ჩემი ჯადოსნური, უზარმაზარი პასიფლორა დამსკდარა და გამხმარა და იძულებული გახდნენ, გადაეჭრათ ძირში.

ისე ვიდარდე, მისვლა და ნახვა არ მინდოდა.

მაინც მივედი, რა თქმა უნდა და მეშინოდა იმ მხარეს გახედვა, სადაც თითქოს აღარ უნდა დამხვედროდა მშვენიერება, რომელიც ერთი ციცქნა ტოტიდან გავახარე და გოლიათად იქცა და თითქმის მთელი წელი ყვაოდა ჩემთვის და ყველასთვის, ვინც შემოაბიჯებდა, რომელსაც საათობით ვაშტერდებოდი და ვინც ასევე აღტაცდებოდა მისი გაცნობით, აუცილებლად ვთავაზობდი და ვატანდი ტოტს გასახარებლად.

აჩქრებული გულით გავიხედე და სატირლადაც მზად ვიყავი, უნდა გავუძლომეთქი, პირობას ვაძლევდი თავს და ბედნიერი ვარ, უცებ რომ გითხრათ.

ახალი ყლორტები აქვს ამოყრილი ამ უართგულეს, მკურნალ მცენარეს",- წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* იტალიაში, კაპრიზე, ჯენიფერ ლოპესის კონცერტზე მაგიდის დაჯავშნა 75 000-250 000 ევრო ღირდა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793356457

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...

მარიამ ქვრივიშვილი:

1793354255

საზოგადოება

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...

საქართველო-აზერბაიჯანი

1793353351

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას

„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...

ირაკლი კობახიძე

1793352618

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს

„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...

ირაკლი კობახიძე

1793351819

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...

ირაკლი კობახიძე