„მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნისას, სამსახურის გარეთ, პირადი მიზნებისთვის "ზაპოროჟეცით" მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს "ღირსების შელახვად“ - დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის შესახებ წერს.

„არ ვიცი... ალბათ ადამიანებს არ სჯერათ, რომ შეიძლება ვინმე თავისი სურვილით წავიდეს თანამდებობიდან და ამიტომ გახდა საჭირო ეს უხერხული და ცოტა არ იყოს, ზედმეტი განმარტება- "...

გადადგომა არაა დაკავშირებული პანდემიის მართვასთან..

" რატომ უნდა იყოს დაკავშირებული? პირიქით, ასეთი ფორმულირება ეჭვს აჩენს ისედაც ათასი ეჭვით დაყურსულ რიგით მოქალაქეში. ვინც იცნობს ბატონ ამირანს, კარგად იცის, რომ ეს მისთვის სრულიად ჩვეულებრივი ნაბიჯია. რატომ არ შეიძლება კაცმა, რომლისთვისაც თანამდებობა არ წარმოადგენს მთავარ ფასეულობას, ასეთი ნაბიჯი გადადგას? მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნისას, სამსახურის გარეთ, პირადი მიზნებისთვის "ზაპოროჟეცით" მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს "ღირსების შელახვად", მისი, ან ნებისმიერი ვინმეს პერსონისთვის დამაკნინებლად.

მეცნიერებიდან და ექიმობიდან სახელმწიფო სამსახურშიც იმიტომ გადმოვიდა, რომ ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი ჯგუფი შეიქმნა ყოფილი ტრავმატოლოგიის ბაზაზე, ჯავახაშვილის ქუჩაზე, რომელიც ახალ სამედიცინო კონცეპციაზე მუშაობდა. ამ ჯგუფის ხელმძღვანელად წამოვიდა, თორემ შეიძლება სხვაგვარად ვერც დაეთანხმებია მის მეგობარ მინისტრს პრაქტიკისთვის თავი დაენებებია.

არ ვიცი, არ მიკითხავს მერე- შეიძლება წუხს კიდეც ამაზე. ამ სამსახურიდან გადავიდა სამინისტროში- უკვე შექმნილი კონცეფციის რეალურად აღსასრულებლად. რამდენ მძიმე სიტუაციაში მინახავს მშვიდი, რაჭულად აუღელვებელი. ამიტომაც მეცინებოდა იმ ტვინგაყინულების უბადრუკ მცდელობებზე, მწყობრიდან გამოეყვანათ ტუტუცობით. დაშინებით- მით უფრო!

ადამიანს რომ საკუთარ სიკვდილზე უფრო დიდი სიკვდილისთვის აქვს თვალი გასწორებული, იმას რითი შეაშინებ? ან რითი გააკვირვებ? მათ შორის, ვერც სახელმწიფო, საპატიო ორდენებით და დიდებით- მადლობას გზავნიდა დაფასებისთვის, მაგრამ არცერთი ასეთი "ჰონორის" მისაღებად არ მისულა...

მე ის მიხარია, რომ ვერც თვითონ დაიბრალებს და ვერც სხვა იტყვის- "ჯანმრთელობის გამო გადადგაო!"- ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად გვიმყოფოს შენი თავი ბატონო ამირან, ან "გრიგორიჩ!"- როგორც გიძახი ხოლმე სიყვარულით, ჩემს უფროს მეგობარს! რა საქმესაც წამოიწყებ, ვიცი მასაც დიდი პასუხისმგებლობით და ჩვეული კომპეტენტურობით შეუდგები! <3 “, - წერს დავით გადელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 14 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან - რუსეთის აგრესიას საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი დაშავდა

🔵  ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც ძალიან პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795261776

საზოგადოება

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსამძიმრებს

ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოლჟას ბ...

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

1795260526

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, რადგან ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენ წინ გაიარა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აბსოლუტურად უმწეო მდ...

ლევან მაჭავარიანი

1795260487

საზოგადოება

პატრიარქი: დამწუხრებულია მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს

მთავარანგელოზობის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ წირვა თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლინა. უწმინდესმა დღევანდელი დღის მნიშვნ...

შიო მესამე

1795257050

საზოგადოება

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი - ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაც...

ვახტანგ თოფურია

1795256026

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგა...

პროკურატურა