"ნაძირლობაც აღარ ჰქვია ამას, რაც მან ილაპარაკა, მეგრული სეპარატიზმი  საერთოდ რა სახსენებელია აქ?! ენა კვდება და მისახედია!" - გიგა ქავთარაძე ნიკა გვარამიას მიმართავს

სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელი გიგა ქავთარაძე ნიკა გვარამიას მიმართვას ეხმიანება პრეზიდენტის ინიციატივაზე, მეგრული და სვანური ენების სკოლაში სურვილის შემთხვევაში სწავლების შესახებ და წერს

"ის, რაც ნიკა გვარამიამ იბოდიალა (ამას სხვა რამე არ ჰქვია) ახლა პირდაპირ ეთერში, არის ძალიან სამწუხარო, სამარცხვინო და საგანგაშო!

ძლივს, ეს ბოლო წლებია, თითქოს ცნობიერება მაღლდება ამ კუთხით და ხალხი ხვდება, რომ ამ ენებს მიხედვა სჭირდება...

და ამან ახლა რა მოჩმახა?!

გადავირიე!

რატომღაც, მართლა არ ველოდი ასეთ განცხადებას მისგან და მეგონა, პირიქით, მიესალმებოდა ამ ინიციატივას...

ნაძირლობაც აღარ ჰქვია ამას, რაც მან ილაპარაკა.

ტიპი არ მოეშვა ტ****ს თამაშს ამ მონაკვეთის მერეც... მეგრული სეპარატიზმი  საერთოდ რა სახსენებელია აქ?!

ენა კვდება და მისახედია!

რა დიალექტი, რა სეპარატიზმი!

ენებია და თვალს და ხელს შუა ქრებიან!

ჯერ იძახის: მეგრული და სვანური ენებიო, მერე - დიალექტებად მოიხსენიებს მათ და სიბრიყვეს ამტკიცებს.

განზრახ თუ უცოდინრობით ურევს და ბოლოს მაინც ასკვნის, რომ მეგრული და სვანური, ორივე დიალექტებია თურმე...  

ან საიდან მოიტანა, რომ თურმე ჩიქობავა, გამყრელიძე ან ვინმე ნორმალური ენათმეცნიერი იმას ამტკიცებდა თითქოს, რომ მეგრული ქართულის დიალექტია ან სვანური?!

ან მართლა გაგებაში არ ხარ ლინგვისტიკური საფუძვლების, ან უბრალოდ, ჯიბრში დაუდექი ახლა სალომეს და პოლიტიკური მოტივით  შეეწინააღმდეგე!

ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ცუდი საქციელია, რადგან ეს ამ ენების საკეთილდღეოდ არ იმოქმედებს...

დღეს, სამეგრელოში, 20 წლამდე ახალგაზრდების უმრავლესობა (თუ უფრო ზევითაც არა), სოფლად თუ ქალაქად (უკვე ზღვარი თითქმის წაშლილია, თუმცა სოფლებში შედარებით უკეთესი სიტუაციაა ამ მხრივ მაინც), აღარ იყენებს მეგრულ ენას საურთიერთობო ენად...  ასეთი სიტუაციაა ალბათ სვანური ენის შემთხვევაშიც.

ბევრ არამგრელს თუ არასვანს შეიძლება ეს გაუხარდეს, უჭკუობის გამო, მაგრამ შედეგი სავალალო იქნება...

ეს ენები 50 წელიწადში გაქრებიან და აღარ იარსებებენ.

ამას ასკვნის იუნესკოც!

მეგრული, ლაზური და სვანური ენების გაქრობა კი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაქრობას ნიშნავს;

ჩემი, როგორც მეგრელის იდენტობის გაქრობას ნიშნავს, რაც არა მგონია, კარგი და საამაყო იყოს ვინმესთვის ამ ქვეყანაში.

ამ ენების კვდომა, საყრდენი კედლების ჩამოშლა იქნება თვითონ ქართული ენისთვისაც!

მეგრულის და სვანურის, ჩვენივე მემკვიდრეობის, სკოლაში არჩევით საგნებად სწავლებაზეა ლაპარაკი და ესაა ანტისახელმწიფოებრივი?!

უონჯღორე რექ, ნიკა გვარამია!

P.S.
ზურაბიშვილის ეს ინიციატივა ძალიან კარგია და მივესალმები, მაგრამ  საკმარისი არაა ამ ენების გადასარჩენად მათი არჩევით საგნად შეტანა სკოლებში.

სვანური - სვანეთში, მეგრული - სამეგრელოში და ლაზური სარფში, უნდა შეიტანონ სავალდებულო საგნებად.

სხვა შემთხვევაში, წყლის ნაყვა იქნება, იმიტომ რომ, ძალიან ცოტა აირჩევს მათ, მთელი რიგი მიზეზების გამო...", - წერს ქავთარაძე.

ამავე თემაზე:

📍"მეც ვსწავლობ მეგრულს! თან სახელიც მაქვს მეგრული" - უჩა ნანუაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745218830

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, გუშინ ღამით, ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა...

შსს

1745216787

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.    დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე...

 სასაფლაო

1745215357

ახალი ამბები

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ

 თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ. მუშაობს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.  ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათ...

ავტობუსი

1745181020

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლა...

დავით მათიკაშვილი

1745178945

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო

პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბრის ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში, [გიორგი ზაბახიძე] იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მო...

ალექსანდრე დარახველიძ