„ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ გამყიდველები და კომფორმისტები, რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

 ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" რიგი წევრების მიმართ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე:

„ფაზლები დალაგდა. ახლა უკვე ვხვდები გადამწყვეტ მომენტში რატომ ორთქლდებოდა ყველა, ვინც მნიშვნელოვანი იყო მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლაში.  შინაური და ძალიან შინაური, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ტელეფონებს რომ აღარ იღებდნენ. განა არ ვიცოდი, უბრალოდ ასეთი გულისამრევიც არ მეგონა რეალობა.

აუცილებლად მოვყვები სახელებით და გვარებით როგორ გაიპარნენ ბრძოლის ველიდან ეს სამარცხვინოები და როგორ გამომიცხადეს რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არააო მიშას შიმშილობის 30-ე დღეს! ეს უსირცხვილო „კასირები“ ესენი.

ვითომ გამოძიებები რომ დაიწყეს ქვეყნის გადარჩენის მოტივებით და სინამდვილეში მიშას ბრძოლიდან რომ გაიძურწნენ!

„ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ გამყიდველები და კომფორმისტები (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, ამ პარტიაში ბევრი ღირსეული და იდეალების ერთგული ადამიანიცაა) რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს. ფულში და კარგ ცხოვრებაში!“, - წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ბავშვს მოძალადე მამა ჰყავდა, აქ იზრდებოდა... პაპა მეფერებოდა, არ მსიამოვნებდაო..." - შვილიშვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ცოლი ამბობს, რომ გოგონა იტყუება

🔵"დაწყნარდით… საქართველოში საჭირო კოვიდ ვაქცინა არ არის და, სავარაუდოდ, არც კი იქნება" - გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი

1793463904

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს

მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...

 დავით მათიკაშვილი

1793459017

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...

აბასთუმნის შემოვლითი გზა

1793456801

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...

რევაზ სოხაძ

1793456429

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება

ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...

ლევან მაჭავარიანი