"ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი" - ელისაშვილი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მალევე წაშალეს
“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში, დიმიტრი მედვედევის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებულ ტექსტს, ეხმაურება რომელიც მალევე წაიშალა.
როგორც ელისაშვილი წერს, რუსებს საქართველოსთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ:
"ეს დაწერა მედვედევმა და მერე წაშალა.
ისტორიის გაგებაში რომ არაა, ფაქტია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსებს ჩვენთან მიმართებით ძალიან საშიში და კონკრეტული გეგმები აქვთ და რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამის საპირისპიროდ:
ევროპელებს და ამერიკელებს ლანძღავს და ლაჩრულად “აბა ომი გინდა”-ს გაიძახის დღენიადაგ.
იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ვაძლიერებდეთ და ომისთვის ვემზადებოდეთ.
დიახ, ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი.
ზუსტად იმას არ ესხმიან თავს, ვინც ომისთვის მზადაა, თორემ ჩვენნაირ გასაცოდავებულ ქვეყნებს პირველ რიგში ჩაგრავენ და აგერ გვეუბნება კიდეც ეს ურჯულო მედვედევი უნდა დაგიპყროთო", – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში – ВКонтакте, გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მედვედევი რუსეთის საზღვრების აღდგენაზე და მეზობელ ქვეყნებზე საუბრობს.
"საქართველოს (რუსეთთან) მიერთებამდე, ის უბრალოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ხუთი სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნი იყო: ქართლ-კახეთი - დედაქალაქით ტიფლისში, იმერეთი - დედაქალაქით ქუთაისში, ორი შავიზღვისპირა სამთავრო - სამეგრელო და გურია, და სვანეთის სამთავრო მთებში. ანუ, დღევანდელ საზღვრებში საქართველო მხოლოდ რუსეთის იმპერიის ჩარჩოში შეიქმნა. საქართველო ილტვოდა რუსეთისკენ, რადგანაც ესმოდა: ის ერთადერთი მოკავშირე იყო საკმაოდ მტრული მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში. ახლაც იგივე ამბავი მეორდება. ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია მხოლოდ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში შეიძლება გაერთიანდეს",- დაწერა მედვედევმა
ამ დროისთვის სტატუსი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, პოსტი 10 წუთში წაიშალა, თუმცა მისი “სქრინშოტი” საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.
მედვედევის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია საქართველოზე და აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.
ცოტა ხნის წინ, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Tass-მა გაავრცელა მედვედევის თანაშემწის კომენტარი, რომელშიც ოლეგ ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.
1793360996
საზოგადოებასაქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა
საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გა...
1793356457
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...

























