"პუტინის ადგილას და თან ახლა, ოპერაციას როგორ გავიკეთებდი ან იქ ჩემს ჯანმრთელობას ვის ვანდობდი?" - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს რუსეთის პრეზიდენტი კიბოს ოპერაციას იკეთებს:
"პუტინის ადგილას და თან ახლა, ამ პოზიციის პიროვნება და იმ სიტუაციის ინიციატორი, რაშიც რუსეთი არის,
იქ ოპერაციას როგორ გავიკეთებდი ან იქ ჩემს ჯანმრთელობას ვის ვანდობდი?
გერმანიაში წავიდოდი სამკურნალოდ.
იქ არავითარი საფრთხე არ დაემუქრება, არც ჯანმრთელობის მხრივ, არც რაიმე პოლიტიკურად თუ სანქციების მხრივ, ჰიტლერი რომ აღდგეს მკვდრეთით და პრობლემა შეექმნეს ჯანმრთელობის მხრივ, იმას უმკურნალებენ.
თანაც, პუტინს განსაკუთრებით და მგონი ჰიტლერსაც არ დაჭირდებოდათ იმაზე თავის ტეხვა, ვინ გადაუხდის მკურნალობის ფულს....
ალბათ სოციალური.....
თუ არადა, იმდენია თაყვანისმცემლები, რომ ხელის გულზე ატარებენ მთელი პარტიებია და პოლიტიკური მოძრაობები ,,შემოწირულობის,, რიგში ჩადგებოდნენ...
ისე კი, პუტინი პუტინია და გამოჩნდება მაინც, თვალში გაეჩხირება ყველას და ეს ხუმრობაა რა თქმა უნდა, სად წამსვლელია პუტინი მაგრამ, ეს პრობლემა არსებობს დასავლეთში და ალბათ კიდევ უფრო მოიკრებს ძალას
კერძოდ კი, საბანკო სანქციები არ ეხება გადმორიცხვებს, თუკი გადარიცხვა ჯანმრთელობას ემსახურება....
რუსეთიდან ფულის ,,გათეთრების,, ახალი წესი დამკვიდრდა გერმანიაში, ,,ჯანმრთელობის ხარჯების გადმორიცხვები,, ანგარიშიც უპრობლემოდ გაეხსნება, თუკი საავადმყოფოსთან გაქვს ,,გამოკვლევა,, ან ,,კონსულტაცია,, დანიშნული... საავადმყოფო გაძლევს ,,სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას,,
ურიცხავ რუსეთიდან ამ ფულს საავადმყოფოს....
მერე უარს ამბობ მაგალითად ოპერაციაზე თუ ჩარევაზე, დაძალებით ხომ ვერავინ დაგაძალებს და საავადმყოფო ამ თანხას გიბრუნებს უკან, არა რუსეთში უკან რიცხავს, ეს ,,სანქციონირებულია,, არამედ გირიცხავს თანხას შენს გერმანულ ანგარიშზე და სადღაც 3 დან 5% თანხას იტოვებს საკუთარი სერვისისათვის.
მოკლედ რა....
ამას ყველაფერს, რომ ხედავ და შენ თვალწინ რომ ხდება ეს ყველაფერი, აი ესაა ჩემთვის პირადად ტრაგედია.
პროფესიული ,,გაგებით,, და დაცულობით უნდა მოეკიდო ამას ყველაფერს....
თანაც ისიცაა რომ იცი, რომ ყველამ ყველაფერი იცის და ,,აბა რა ვქნათო,, ამ თვალით რომ ხედავენ ამას ყველაფერს, აი ესაა პრობლემა.
მეორეს მხრივ კი, მართლა არ ვიცი, ამგვარ ,,ხვრელებს,, როგორ ამოავსებ.....", - წერს ფრანგიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745511943
საზოგადოებაგენადი არველაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, კომერციის, სახაზინო და სახელ...
1745509362
საქართველოThe American Conservative: ვაშინგტონმა უნდა გაატაროს სტრატეგიული, ემპათიური ჩართულობისა და თანამშრომლობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობასთან
თუ აშშ-ის სენატს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი კიდევ ერთი ტრაგიკული კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მან უნდა შეწყვიტოს მოსკოვის მეზობლების წახალისება რუსეთის მიმართ არასაჭირო კონფრონტ...
1745507617
საზოგადოებალევან დავითაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობ...
1745506085
სპორტიეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველი შეჯიბრების ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2022 და 2024 წლებში ლიპარტელიან...
1745505952
ახალი ამბებიშსს: მიღებული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონ...