„ქალებს კლავენ საჯაროდ და ხმაურით – ქუჩაში და ავტობუსებში! კლავენ ჩუმად და ბავშვების თვალწინ!“

„ქალებს კლავენ საჯაროდ და ხმაურით – ქუჩაში და ავტობუსებში! კლავენ ჩუმად და ბავშვების თვალწინ!“, - ამის შესახებ პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი წერს და საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს.

„2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს!
2019 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს!
2020 წელს საქართველოში 27 ქალი მოკლეს!
2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს!
2022 წლის მხოლოდ 6 თვეში მოკლეს 23 ქალი!

ქალებს კლავენ ქმრები!

ქალებს კლავენ ყოფილი ქმრები!

ქალებს კლავენ ყოფილი პარტნიორები!

კლავენ საჯაროდ და ხმაურით – ქუჩაში და ავტობუსებში!

კლავენ ჩუმად და ბავშვების თვალწინ!

ყოველ წელს უფრო მეტ ქალს კლავენ, ვიდრე წინა წელს!

ყოველ წელს მხოლოდ ვლაპარაკობთ კანონის გამკაცრებაზე!

გავაგრძელოთ ლაპარაკი?!
გამკაცრდეს კანონი ფემიციდისთვის!
#ფემიციდი
#დავიცვათქალები

P.S. ვანახლებ ამ ძალიან მტკივნეულ პოსტს, რადგან ვთვლი თავს ვალდებულად არ შევიყვანო ადამიანები შეცდომაში და არ მოვითხოვოთ ისეთი რამ, რაც უკვე გვაქვს და ამის ნაცვლად ვეძებოთ ქალების დაცვის სხვა გზები!

როგორც ჩემმა მეგობარმა Goga Khatiashvili აღნიშნა ერთ-ერთ კომენტარში – დღეს საქართველოში “უვადო თავისუფლების აღკვეთას, ანუ უვადო პატიმრობას ითვალისწინებს ოჯახის წევრის მკვლელობა და ფემიციდი”. სხვა ბერკეტებიც არის საჭირო!

ვეძებოთ გამოსავალი! ვიფიქროთ ერთად!“, - წერს პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი.

ასევე საინტერესოა;

🔵 რა გელოდებათ 8 სექტემბერს? - ასტროლოგიური პროგნოზი

🔵 ლარი ისევ გამყარდა - რა ეღირება ხვალ, 8 სექტემბერს ევრო და დოლარი?

🔵 "საკუთარი ავტორიტეტი რომ არ გაგაჩნია, პატრიარქს, კვარაცხელიას, ერეკლე მეორეს და ბუტროს ბუტროს გალის უნდა ამოეფარო, ბრბო მიუშვა  და სხვისი ავტორიტეტით იფხანო ქეციანი გული მეტოქეებზე" - თამარ ჩერგოლეიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793466625

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი

1793463904

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს

მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...

 დავით მათიკაშვილი

1793459017

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...

აბასთუმნის შემოვლითი გზა

1793456801

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...

რევაზ სოხაძ