„ქალი ექიმთან მყავდა თბილისში და ბავშვზე ცუდი ამბები გვითხრესო... რა დაგვემართა ხომ ხვდებით, სისხლი გაგვეყინა“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი
ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სავარაუდო თაღლითობის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.
შემთხვევა, რომელიც სინჯიკაშვილს გადახდა, იმერეთის მხარეში, ავტობანზე მოხდა.
„ასეთი ამბების დამალვა არ შეძლება და ყველა ძალიან ყურადღებით იყავით!
მე და დათიკო მოვდიოდით ჭიათურიდან და ავტობანზე დავინახეთ ორმოც წლამდე კაცი და ორსული ქალი. ქალს უკვე დიდი მუცელი ჰქონდა და წელში მოხრილს, ორივე ხელი ზედ ჰქონდა შემოხვეული.
გავუჩერეთ რა თქმა უნდა და ჩავისვით. გოგო მოვიკითხეთ - მეთქი რამე ხო არ გაწუხებთ, ან ექიმი ხომ არ გჭირდებათ ან სად მიდიხართ, პირდაპირ იქ მიგიყვანთ..
გოგო გაფითრებული იჯდა და ისევ კაცმა ამოიღო ხმა - სვანი კაცი ვარო, მესტიელი. ქალი ექიმთან მყავდა თბილისში და ბავშვზე ცუდი ამბები გვითხრესო. აბა ისევ თბილისისკენ რატომ მიდიხართ -თქო ვკითხე და - საავადმყოფოში ორასი ლარით მეტი გადაგვახდევინეს, გზის ფული არ დაგვრჩა და ზუგდიდის მარშრუტკის მძღოლმა გზაში ჩამოგვსვაო. თბილისში ბიძაშვილთან დავრჩებით, საჭმელს მაინც გვაჭმევსო. რა დაგვემართა ხომ ხვდებით, სისხლი გაგვეყინა მართლა. ბანკის ბარათი არ მაქვსო და იქვე რაც რამე გვქონდა ყველაფერი ამოვიღეთ და მივეცით. ამით მეთქი მესტიაში ჩადით, ამით წამლები იყიდეთ, ამით საჭმელი იყიდეთ. კომუნალურების ნომერსაც ვართმევდით, მეთქი ჩვენ გადაგიხდით.
კაცი არ გვართმევდა თავიდან, ძალიან მრცხვენიაო, მერე გამოგვართვა ყველაფერი, დიდი მადლობა გადაგვიხადა, ნომერი ჩაიწერა და ბედნიერმა გვითხრა, ახლა მე მივხედავ ჩემს ცოლსო. მოვდივართ და ვითომ კაი საქმე ვქენით და რაღაცა ეჭვი გვჭამს მაინც რა.
ჯერ ერთი, მესტიელის კილოს, დედამიწაზე ყველა არსებული კილოსგან ვარჩევ და მსგავსი არაფერი ჰქონია.
ზუგდიდის კი არა დედამიწაზე არცერთი მარშრუტკის მძღოლი, ორსულ ქალს უფულობის გამო გზაზე არ ჩამოსვამს. რომც ჩამოსვას, მგზავრები არ მისცემენ საშუალებას.
მერე რაღაცა ლარიანი კომედი ზარი გააკეთა ტელეფონით, ხმამაღალზე ჩართო და ვიღაც ტიპმა უთხრა, ხო იცი ძმაო მართლა არ მაქვს, თორემ ვიცი რა დღეშიც გყავს ცოლი და ბავშვიო, მაგრამ ქალი მართლა ორსულად იყო, დავაკვირდით და სახითაც, ტანითაც და ყველაფრით ორსულად იყო და მეთქი არ ვიდარდოთ და იმ მუცელში რომ ზის, იმ ბავშვის საჩუქარი და ჯანმრთელობა იყოს ყველაფერი, რაც მივეცით. თან რანაირი საქმეა ასე ადგე და კაცს ორსული ცოლის გვერდით უთხრა - აფერისტი ხარო.
რა თქმა უნდა ვერ მოვისვენე და კარგად გამოვიკითხე ეს ამბავი და იცოდეთ - ეს ნაბოზარი აფერისტი კაცი, ზოგჯერ მარტო დგას, ზოგჯერ ორსულთან ერთად და ზოგჯერ ბავშვთან ერთად. თითქმის ერთი და იგივე ამბავს ჰყვება ყველასთან და რამხელა ფულს ახევს დღეში ყველას, აზრზე არ ხართ.
ვინმეს აუცილებლად შეგხვდებათ და რომელიმე თუ გაგაჩერათ, იქვე მიულეწეთ კბილები.
რამდენმა ალბათ თავისი ბოლო კაპიკები მისცა, რამდენმა თავის შვილებს მოაკლო და ამ ახვარს გაუვსო ჯიბე. ორსულების და ბავშვების გამოყენებისთვის, სვანების შეურაცხყოფისთვის უბრალოდ იმისთვის, რომ ასეთი ძაღლისგაჩენილია, ორივე ყური ზედვე აახიეთ და არ გააჭაჭანოთ არც ავტობანზე და არცერთი სოფლის გზაზე“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
1734442487
საზოგადოებაჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფალავნად დაასახელა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო ფალავნად ამავე წლის ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაასახელა. „30 წლის ქართველმა რეიტინგი საუკეთესო შედეგით,...
1734440779
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1734438244
საზოგადოება„მინდა ბოდიში მოგიხადოთ გაძევებისთვის, რამაც გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო შედეგზე...“ - რას წერს გიორგი გველესიანი?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი და ირანის ერთ-ერთი კლუბის „პერსეპოლისის“ ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო მატჩზე წერს: „ძვირფასო „პერსეპოლისის“ ოჯახო, მინ...
1734433614
საზოგადოებასაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:
1734429114
საზოგადოება„გილოცავთ ბარბარობას! ესაა დღესასწაულთა დასაწყისი, რომლებსაც გავივლით და წინ კიდევ ბევრი გველოდება“ - გიორგი ლობჯანიძე
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს. ამჯერად გიორგი ლობჯანიძე საზოგადოებას ბარბარო...