საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა - დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის ცალსახად აჩვენებს ორგანიზაციის მზარდი განვითარების ეტაპებს. ამ უწყვეტი განვითარების პროცესს კი კვალიფიციური და ძლიერი საკადრო რესურსის რაციონალური და ეფექტიანი მართვა უზრუნველყოფს. სწორედ საქმიანობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამ სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით გამოკვეთა ახალი საჭიროებები და სპეციფიკური საქმიანობები. განვლილმა არჩევნებმა და მიღებულმა გამოცდილებამ უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა აჩვენა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცესკოს აპარატის სტრუქტურის იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, განაპირობებს საოპერაციო ეფექტურობის გაძლიერებასა და სტრუქტურის ოპტიმიზაციას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციის განვითარებას და უზრუნველყოფს ეფექტურ მმართველობას.
რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული პროცესის ფარგლებში ადმინისტრაცია განაახლებს ცესკოს აპარატის საქმიანობის ბიზნესპროცესებს იმგვარად, რომ 2025 წლის თვითმმართველობის და ყოველი მომდევნო საერთო არჩევნები ორგანიზებული იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე. თავის მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის პროფესიული გარემოს კიდევ უფრო დახვეწას და განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
1734442487
საზოგადოებაჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გენო პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფალავნად დაასახელა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო ფალავნად ამავე წლის ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაასახელა. „30 წლის ქართველმა რეიტინგი საუკეთესო შედეგით,...
1734440779
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1734438244
საზოგადოება„მინდა ბოდიში მოგიხადოთ გაძევებისთვის, რამაც გავლენა მოახდინა მატჩის საბოლოო შედეგზე...“ - რას წერს გიორგი გველესიანი?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი და ირანის ერთ-ერთი კლუბის „პერსეპოლისის“ ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო მატჩზე წერს: „ძვირფასო „პერსეპოლისის“ ოჯახო, მინ...
1734433614
საზოგადოებასაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:
1734429114
საზოგადოება„გილოცავთ ბარბარობას! ესაა დღესასწაულთა დასაწყისი, რომლებსაც გავივლით და წინ კიდევ ბევრი გველოდება“ - გიორგი ლობჯანიძე
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს. ამჯერად გიორგი ლობჯანიძე საზოგადოებას ბარბარო...