რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ მაინც მიაქირავეთ რუსს სახლი?!

ეკატერინე ქარდავა სოციალურ ქსელში საქართველოს მოსახლეობას რჩევებს აძლევს და თან მოუწოდებს, რომ გარდა იმისა, რომ რუსებისთვის ბინის მიქირავება მორალურად მიუღებელია, სამართლებრივადაც ძალიან სარისკოა:

"რუსეთის მოქალაქესთან ქირავნობის ხელშეკრულება სამართლებრივად სარისკოა: - აუცილებლად დადეთ წერილობით ხელშეკრულება

- განუსაზღვრეთ ქირის გადაუხდელობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო

- წინასწარ გადაახდევინეთ რამდენი თვის თანხა- იქონიეთ სახლის გასაღების დუბლიკატი და ხშირად მიაკითხეთ. აგრძნობინეთ, რომ აკონტროლებთ.

- ხელშეკრულებაში გაუწერეთ, რომ ყველა გადასახადი თავად უნდა გადაიხადოს, თუმცა არ გაუზიაროთ აბონენტის რეკვიზიტები და თქვენ მოგცეთ თანხა და თქვენ გადაიხადეთ. თუ მიატოვებს ქირის გადახდას, გადასახადები არ იქნება გადახდილი და ჩაბნელდება, გაზის და წყლის გარეშე დარჩება.

- რომ არ გადაიხადოს თანხა და არ გავიდეს ბინიდან, თქვენ ვერ გამოყრით იძულებით. მოგიწევთ 3-5 წლიანი დავა სასამართლოში. აღსრულებაც თავს შეიკავებს გამოსახლებისგან. 

- პრაქტიკაში ხშირად საკეტს უცვლიან, ბარგს გარეთ გაუდებენ და არ უშვებენ სახლში. რუსს შეუძლია გიჩივლოს. ამ დროს მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ბიუჯეტში ქირიდან გადასახადი გადახდილი გქონდეთ და დეკლარირებაც გქონდეთ გაკეთებული. (იცოდეთ უმრავლესობა გამქირავებელი დღეს ამ თანხას არ იხდის ბიუჯეტში). 

- საბოლოოდ სანამ ბინას დაიბრუნებთ გავა წლები, გაგითავდებათ ნერვი, დაგეხარჯებათ თანხა. ზედ კიდევ ბიუჯეტში გადაუხდელობისთვის არ დაგაჯარიმონ.

- რუსეთის მოქალაქესთან ქირავნობის ხელშეკრულება სამართლებრივად სარისკოა, მორალურად დაუშვებელი," - წერს ქარდავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745220673

ახალი ამბები

მკვლელობა ახმეტაში – ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარ სახლთან რამდენჯერმე ესროლეს

ახმეტაში კაცი მოკლეს. მოკლულია აჩიკო ჯაბანიშვილი. შემთხვევა 19 აპრილს ახმეტაში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებულ...

პოლიცია

1745220255

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია

პარტია „ალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა "ლე ფიგაროს" სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ე...

საზოგადოეა

1745218830

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, გუშინ ღამით, ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა...

შსს

1745216787

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.    დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე...

 სასაფლაო

1745215357

ახალი ამბები

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ

 თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ. მუშაობს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.  ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათ...

ავტობუსი