"რატომ არიან უკრაინელები დიდ გულზე და რატომ არის ევროპა ან ამერიკა ვალდებული დაეხმაროს მას" - რას წერს ზურაბ გურული
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
"რატომ არის ევროპა ან ამერიკა ვალდებული დაეხმაროს უკრაინას?
რატომ არიან უკრაინელები დიდ გულზე და რატომ მოითხოვენ კიდევ უფრო არსებით შემწეობას დასავლეთისაგან?
რატომ მიაჩნიათ გმირად ზელენსკი და რატომ გამოჰყავთ იგი ყველა დასავლური პარლამენტის წინ მოხსენებით?
რატომ არ არის საკმარისი ის დახმარება, რასაც დღეს ამერიკა-ევროპა უწევს უკრაინას?
რატომ აკრიტიკებს ყველა მოაზროვნე, წესიერი ადამიანი დასავლეთს, მიუხედავად უპრეცედენტო სანქციებისა რუსეთის წინააღმდეგ?
ბოლოს და ბოლოს, ეს უკრაინა ხომ ერთი კორუფციაში ჩაძირული ქვეყანაა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წესიერი სახელმწიფოს შექმნა ვერ შეძლო?...
ამ შეკითხვებს ერთი პასუხი აქვს:
უკრაინა დღეს წარმოადგენს მსოფლიოს დემოკრატიული სამყაროს ფალავანს, რომელიც ერკინება რუსულ-ჩინურ მოდერნიზებულ, ჰიბრიდულ კომუნიზმს;
ბევრად უფრო საშიშსა და დამანგრეველს, ვიდრე კლასიკურს.
ნიშანდობლივია, რომ ამ ეპოქალური დაპირისპირების „ტატამი“ შუა ევროპაშია გაშლილი და ამ ომის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მსოფლიოს განვითარება-პროგრესისათვის.
უკრაინა დღეს პროგრესული სამყაროს პირობითი სახელია და ის არ წარმოადგენს ერთ, კონკრეტულ ქვეყანას.
შესაბამისად, ყველა ის ძალისხმევა, რასაც ამერიკა-ევროპა უკრაინაში დებს, სრულიად დამსახურებულია და უკრაინას არავის წინაშე არა აქვს ვალი.
უკრაინას აქვს უფლება, მოითხოვოს კიდევ უფრო მეტი, რადგან დღეს ის საკუთარ სისხლს ღვრის პროგრესული მსოფლიოსათვის და არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოსათვის.
ეს არ არის პათეტიკა; ეს რეალობაა.
ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, მაგალითად თუ როგორ იმოქმედებს ჩინეთი ახლო მომავალში.
ტაივანი მსოფლიოს ტექნოლოგიურ ჰაბს წარმოადგენს და მისი დაპყრობის დაშვება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ამერიკა-ევროპას და ჩინეთისაგან შექმნის პლანეტარული მასშტაბის მონსტრს.
პუტინის მიმართ ნებისმიერი სახის დათმობა ავტომატურად ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო საშიში და პათოლოგიური დიქტატორების არსებობის წახალისებას, რაც საბოლოოდ და გარდაუვალად დააყენებს მთელი მსოფლიოს არსებობა-არარსებობის საკითხს.
ამერიკამ წარმოუდგენელი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ საშინელი ომის პრევენციაში არ ჩადო მთავარი ძალისხმევა.
ომის დაწყებამდე იყო საჭირო ე.წ. წითელი ხაზების გავლება, რომლის გადალახვაც პუტინს ვერ უნდა გაებედა.
ამერიკა-ევროპამ კი წითელი ხაზების გავლების ინიციატივაც და პრეროგატივაც რუსებს გადაულოცა, რის შედეგსაც დღეს სისხლით იმკის უკრაინა და რომელიც შეიძლება ასევე სისხლით მოიმკოს მთელმა მსოფლიომ.
დიახ, დღეს უკრაინა კრებითი ცნებაა;
უკრაინული სისხლი პროგრესული მსოფლიოს სისხლისა და ინტელექტის კვინტესენციაა და მსოფლიო ვალდებულია ყველაფერი გაიღოს ამ ომში გამარჯვებისათვის.
ამიტომ ყველა საყვედური, რომლებსაც დღეს მოყოყმანე ამერიკა-ევროპას უყენებენ წესიერი, მოაზროვნე ადამიანები, სამართლიანია!
უკრაინის დამარცხება არ შეიძლება, დაუშვებელია.
ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ", - წერს გურული.
სხვა სიახლეები:
🔳 პუტინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი სანქციების ქვეშ ცხოვრობდა და კოლოსალურ წარმატებებს აღწევდა
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...
1792830142
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...































