„დაუწესონ სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს“ - მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

„დაუწესონ სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს“ - მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს.

პეტიციაში, წერია, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, საქართველოს ღიად პრორუსულმა მთავრობამ ღიად გადადგა ნაბიჯები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და არ ჩაუკეტა ცა რუსეთის თვითმფრინავებს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტარებს, დაუწესონ სანქციები რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეხმარება რუსეთს, თავი აარიდოს პუტინის რეჟიმისთვის დაწესებულ სანქციებს და ქვეყანას რუსეთის სატელიტად ქცევის საშიშროების წინაშე აყენებს. ამის საპირისპიროდ, ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია და ერთსულოვნად მხარს უჭერს უკრაინას.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოაშკარავებული პუტინის გეგმა, შეცვალოს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და დააყენოს მისი მარიონეტი, ახალი არ არის. ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი და „გაზპრომის“ აქციონერი მართავს საქართველოს თავისი მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებიც თანამდებობებს ინარჩუნებენ არჩევნების შედეგების უხეშად გაყალბებითა და პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეშფოთებულია იმით, რომ მთავრობა პუტინის დღის წესრიგს უჭერს მხარს - საზოგადოების განწყობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მჭიდრო საქმიანი და პოლიტიკური კავშირები აქვს რუსეთთან, არის ფაქტობრივად საქართველოს ერთპიროვნული მმართველი და გადაწყვეტილებების მიმღები. ოლიგარქი ივანიშვილი არა მხოლოდ პოლიტიკურად არის დაკავშირებული რუსეთთან, არამედ მას ვალდებულებებიც აქვს რუსეთის წინაშე, ვინაიდან მთელი მისი სიმდიდრე რუსეთთანაა გადაჯაჭვული. შედეგად, არსებობს დიდი საფრთხე, რომ საქართველო უკანონო ფინანსური და ეკონომიკური ტრანსაქციების კერად იქცეს.

უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, საქართველოს ღიად პრორუსულმა მთავრობამ ღიად გადადგა ნაბიჯები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად:

არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს;

არ ჩაუკეტა ცა რუსეთის თვითმფრინავებს;

უკრაინელი ლტოლვილების დახმარება მან მთლიანად სამოქალაქო სექტორს და მოხალისეებს გადააბარა და ჯერჯერობით ამ კუთხით არანაირი გეგმა არა აქვს;

არ შემოუშვა უკრაინული თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა;

არ პასუხობს ქართველი მოქალაქეების ხმამაღალ მოთხოვნას, გააუქმოს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის და იმოქმედოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე; [ მთავრობა უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, ვინც რუსეთიდან ადამიანების მასობრივი შემოდინების წინააღდეგია, შოვინისტია და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა. ის დაემუქრა მოქალაქეებს მოქმედი კანონის გამკაცრებით.]

აგრძელებს პოლიტიკურ შურისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უკრაინის მოქალაქეზე, ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეზე, მიხეილ სააკაშვილზე. პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი არის არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის მსხვერპლი.

ამჟამად საქართველო არის პუტინის პლაცდარმი სანქციებისგან თავის ასარიდებლად და ფულის გასათეთრებლად.

საქართველოს მთავრობამ დაუშვა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება, რომლებიც ჩამოსვლისთანავე არეგისტრირებენ კომპანიებს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა რუსეთში აკრძალული ოპოზიციური ტელეარხის, „დოჟდის“ ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლაზე.

გაცხადდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნა. თუ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, შელახავს ჩვენს მეგობრობას უკრაინასთან, ჩვენს სანდოობასა და ჩვენს მომავალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვსურს შევცვალოთ საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალი გზა, ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტარებს, დაუწესონ სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც სრულად აკონტროლებს მთავრობის სამივე შტოს, ასევე მის თანამონაწილეებს, მათ შორის და არა მხოლოდ პრემიერ მინისტრს ღარიბაშვილს.“, - წერია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 2380 მოქალაქე აწერს.

ასევე საინტერესოა:

🔵 სარფის საბაჟოს გადაკვეთის დროს თურქული მხარისთვის პისიარის და სწრაფი ტესტის წარდგენის ვალდებულება გაუქმდა

🔵  შემზარავი შემთხვევა სამეგრელოში - სავარაუდოდ მამინაცვალმა 14 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს