"რეგიონში ჩვენი ,,ძმაკაცები” ხდებიან მთავარი მოთამაშეები და ჩვენი ხელისუფლება კიდე ამ დაჩმორებულ პუტინს უქიცინებს კუდს!" - ნიკო მიქაია

ყოფილი ძალოვანი ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან, ძალიან კარგად ჩანს ამ ფოტოზე რაც ხდება!

1. მაგიდის თავში სხედან ერდოღანი და ალიევი!

პუტინი კიდე რიგით წევრად დაუსვეს ლუკაშენკოს! დიახ ერდოღანი და ალიევი ის ორი ფიგურაა, რომლებიც ახლა კარნახობენ სამხრეთ კავკასიის დღის წესრიგს და ეხვეწება პუტინი, როგორმე სომხეთს შეეშვითო!

ვისაც სხეულის ენა ცოტათი მაინც ესმის, ალიევის ჯდომის მანერაც ბევრ რამეზე მეტყველებს!

დიახ, ალიევი ის ბიჭია, რომელმაც პუტინს თავზე გადაახია ОДКБ და მისი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგაც!

ის ბიჭია, რომელმაც ევროპას ღიად უთხრა, რუსეთი დაიკიდეთ 30%-ით გაგიზრდით გაზმომარაგებასო!

კი ალიევი ის ბიჭია, რომელმაც პიუტინს თავზე ის ხელშეკრულებაც გადაახია, რომლითაც 2020 წელს ცეცხლი შეწყდა სომხეთში და მხარეები დაზავდნენ!

ეს ყველაფერი კი ალიევმა ერდოღანის ზურგით გააკეთა!

2. ამ მაგიდასთან ზის ასევე ტაჯიკეთის პრეზიდენტიც, რომელმაც აგერ ყირგიზებს ომი გამოუცხადა თითქმის უკვე და ამან ცალკე სილა უთავაზა პუტინს და ОДКБ-ს სახეში!

3. არც ყაზახეთი დაგავიწყდეთ, რომელმაც გუშინ ოფიციალურად ფეხებზე დაიკიდა პუტინიც და რუსეთიც! ვაჭრობა მთლიანად ამერიკის კონტროლქვეშ გადაიყვანა და ევროპის გაზმომარაგებაზე იწყებს პასუხისმგებლობის აღებას!

4. არ დაგავიწყდეთ ის, რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, უკრაინა საერთოდ მოძმე ერია ჩვენი! ჰოდა რეგიონში ჩვენი ,,ძმაკაცები” ხდებიან მთავარი მოთამაშეები და ჩვენი ხელისუფლება კიდე ამ დაჩმორებულ პუტინს უქიცინებს კუდს!

დიახ, ჩვენ რომ ახლა ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, ცხინვალშიც და სოხუმშიც ქართული დროშა იფრიალებდა(არა ომით რაც მთავარია, მშვიდობით), ევროკავშირის წევრობის კანდიდატებიც ვიქნებოდით და საკმაოდ დიდი გავლენა გვექნებოდა რეგიონში!

გამოფხიზლების დროა საქართველო!

ასეთი შანსი შეიძლება, 1 საუკუნე აღარ მოგვეცეს აწი!", - წერს მიქაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, ვაგრძელებთ მოვლენებზე თვალყურის დევნას " - ნენსი პელოსი სომხეთში იმყოფება

* პუგაჩოვამ იუსტიციის სამინისტროს, მეუღლის, მაქსიმ გალკინის "უცხო ქვეყნის აგენტად" აღიარების შემდეგ, საკუთარი თავის ამ სიაში შეყვანა სთხოვა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია

1793472591

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი

სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...

ლევან მახაშვილი

1793467771

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...

ირაკლი კირცხალია

1793466625

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი