"საპარლამენტო ტრიო კვარტეტად გადაიქცა, როგორც ჩანს არჩევნებისთვის ივანიშვილი ორ პარტიას ქმნის" - რომან გოცირიძე "ქართული ოცნებიდან" კიდევ ერთი დეპუტატის გასვლას ეხმიანება
ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, "ქართული ოცნებიდან" კიდევ ერთი დეპუტატის გასვლას ეხმიანება და წერს:
"საპარლამენტო ტრიო კვარტეტად გადაიქცა. ეს მხოლოდ დასაწყისია.
როგორც ჩანს, მომავალი არჩევნებისთვის ივანიშვილი ორ პარტიას ქმნის, რომელთაც პირობითად შეიძლება “ქორქოცები” და “ბატქოცები” ვუწოდოთ.
ქორები საპარლამენტო ალტ-ინფოდ მოიაზრებიან, რომლებიც იქნებიან ღიად პრორუსულები და ღიად ანტიდასავლურები, ბატები კი კვლავ მრავალ ხმაზე იყიყინებენ.
დირიჟორი კვლავ კულისებიდან შეეცდება მართვას.
არ გამოუვა ძველებურად კომფორტულად ცხოვრება.
ან უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, რაც გარდაუვალი კრახია, ან უნდა დარჩეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, რაც ასევე კრახია.
პროცესი, რაც წამოიწყო, არის არასერიოზული.
ყოველი შემდგომი ნაბიჯი იმაზე მეტი შეცდომაა, რაც წინა.
რაც უფრო უახლოვდება სანქციები და ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე, უფრო მეტ შეცდომას უშვებს.
ახლა მთავარია ეს “ტრიუკები” მის პირად პრობლემად იქცეს და არა ქვეყნის პრობლემად", - წერს გოცირიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარტია „ქართულ ოცნებას" დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას.
როგორც მან თავად განმარტა, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მსგავსად იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს.
ამავე თემაზე:
* "ქართულ ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება
1793362806
საზოგადოებაგიორგი კახიანი: გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანი...
1793360996
საზოგადოებასაქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა
საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გა...
1793356457
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...

























