"თბილისის ქუჩებში აქამდე უცნობი, უცნაური ნიშნები გამოჩნდა - რომელთა უმეტესობა განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები" - მიმართვა სუსს და შინაგან საქმეთა სამინისტროს

ფეისბუკ გვერდი "World military - ანალიტიკა" თბილისის სხვადასხვა ადგილებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფოტოების წარმომავლობით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდნენ.
"ახლა ერთი საინტერესო ინფორმაციის შესახებ უნდა გიამბოთ:
მოკლედ, ბოლო დღეების განმავლობაში, გვერდზე და პირადად არაერთმა ადამიანმა მოგვწერა, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილებზე შეინიშნება სპეციფიკური, აქამდე უცნობი, ფერადი საღებავით შესრულებული ნიშნები (ნახეთ ფოტოებზე), რომელთაც სლავური გარეგნობის ადამიანი(ები) ახატავენ სხვადასხვა ობიექტებს.
თავდაპირველად, გადავწყვიტე ნაჩვენები ფოტო სურათებით, რომელზედაც ასახული იყო, სწორედ ეს ნიშნები, ინტერნეტრესურსებში მომეძებნა რაიმე სახის ინფორმაცია მათ შესახებ, იქნებადა ქუჩის მხატვრობაა-მეთქი,
თან, ნაცნობ ქუჩის მხატვრებს გადავუგზავნე აღნიშნული სურათები, თუ იცოდნენ აღნიშნულის შესახებ,
თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ინტერნეტრესურსებში და ვერც ქუჩის მხატვრებიდან გავიგე რაიმე ამ უცნობი ნიშნების შესახებ.
შემდეგ, კერძოდ გუშინ საღამოს, გადავწყვიტე თავად გადამემოწმებინა აღნიშნული ნიშნების მდებარეობა და განთავსების ინტენსივობა, დავიწყე თბილისის ქუჩების შემოწმება, ძირითადად ცენტრალური უბნები საბურთალო, ვაკე, აგრეთვე ძველი თბილისის ტერიტორია - მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა, ვერე, აბანოთუბანი.
საერთო ჯამში აღმოვაჩინე დაახლოებით 50-მდე მსგავსი ნიშანი, რომელთა მოხაზულობა დაახლოებით ერთნაირია, თუმცა, აქვს რაღაც მცირე განსხვავებები.
მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი, ნიშნების 95%+, რომელიც ვნახე, განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მიწისქვეშა ავტოსადგომებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები, უნივერსიტეტების ან სხვა ტიპის საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მაღალსართულიანი კორპუსების ფასადის მხრიდან შემჩნეულ სარდაფებთან.
ამასთანავე, რამდენიმე საინტერესო დეტალი - ყველა მსგავსი ნიშანი განთავსებულია ძირითადი საგზაო კვანძების სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, ნაკლებად მეორეხარისხოვან ქუჩებზე, როგორც წესი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა საგზაო კვანძების სიახლოვეს არის დაპროექტებული.
აგრეთვე, ძველი თბილისის ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც გრუნტი შედარებით რბილია, შენობები ძალიან ძველი და პრაქტიკულად არ არის მიწისქვეშა ობიექტები, იკლებს ნიშნების ინტენსივობა, თუმცა იქ ყველა ახალ ან საბჭოთა დროს აშენებულ ნაგებობასთან, რომელსაც გააჩნია ან მიწისქვეშა პარკინგი ან მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტია, რომელსაც ექნება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, კვლავ გვხვდება მსგავსი ნიშნები.
ძიების ბოლოს, უკვე ისე ვიყავი, რომ წინასწარ ვხვდებოდი სად შეიძლებოდა შემხვედროდა კიდევ მსგავსი ნიშანი,
აი,იმ სარდაფთან, რომელიც თვალით ხილულია.
აიი, მიწისქვეშა გადასასვლელთან.
აი, იმ ხიდთან.
აი, იმ ბანკთან.
აი, იმ პარკინგთან და ა.შ.
ამასთანავე, ნიშნები არ გვხვდება ქუჩის მხატვრების მიერ მოხატულ და ძირითადად გამოყენებად ობიექტებზე, იქნება ეს კედლები, მიწისქვეშა გადასასვლელების შიდა ტერიტორია, "არკები" თუ სხვა მხატვრების მიერ გამოყენებადი ადგილები.
აღნიშნული "დამთხვევები", როგორც მინიმუმ სერიოზული ეჭვის საფუძველია, თუ რა მიზნით კეთდება, ასე კანონზომიერად ნიშნები, თანაც სლავური გარეგნობის ადამიანებისგან, რასაც ალბათ უნდა აქცევდეს ყურადღებას ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, და თუ არ აქცევენ, აქვე მოვნიშნავ მათ
#შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia #სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia და მივმართვ, რომ ბევრი მსგავსი "მარკირება" განთავსებულია ობიექტზე, რომელსაც ხედავს ვიდეოკამერები, შესაბამისად, თქვენთვის მარტივია ამ ჩანაწერების ამოღება და მათზე გასვლა,
ამავდროულად, მივმართავ თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს, თუ უკვე გვიან არ არის გადაღებონ აღნიშნული ნიშნები.
და აქვე მოგმართავთ თქვენ, თუ კი გსმენიათ აღნიშნული ნიშნების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, დაწეროთ კომენტარებში.
მადლობა ყურადღებისთვის", - აღნიშნულია ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 როდის იქნება რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტი ფაზა, ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით
1745164477
მსოფლიოაშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...
1745160046
მსოფლიოPolitico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...
1745153818
მსოფლიოვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...
1745152346
მსოფლიოღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...
1745148150
მსოფლიოკიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...