როდის იქნება რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტი ფაზა, ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით
ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს, თუ რას მოიტანს პლუტონის რეტროგრადული მოძრაობა?!
29 აპრილს პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს და ეს ფაზა 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თუმცა, მისი სტაციონარული პოზიციის გავლენა საგრძნობი იქნება აპრილის მესამე დეკადაში და მაისის პირველ ნახევარში.
ეს 25-დღიანი ფაზა (პლუტონის სტაციონარული პოზიცია) უახლოესი ექვსთვიანი პერიოდის ერთგვარი „თრეილერი“იქნება, ანუ ჩვენ „დაწნეხილ“, „შემჭიდროვებულ“ („დაზიპულ“) პერიოდში დავინახავთ, თუ რა მოვლენების განვითარებას უნდა ველოდოთ შემოდგომამდე.
ეს საკმაოდ რთული, დაძაბული პერიოდი იქნება და დაუკავშირდება მასშტაბურ ცვლილებებს, რადგან პლუტონის მოძრაობის ფაზის ცვლილება ყოველთვის გლობალურ მოვლენებთან, მასშტაბურ ტრანსფორმაციასთან და ფუნდამენტურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
ბუნებრივია, ამ პერიოდში გლობალური მოვლენა რუსეთ-უკრაინის ომია და უახლოესი 25 დღე (21 აპრილი - 15 მაისი) ამ ომის გადამწყვეტი ფაზა იქნება. არ არის გამორიცხული სწორედ 2022 წლის აპრილის მესამე დეკადაში და მაისში რუსეთში დაიწყოს რაიმე ტიპის სამხედრო ტიპის მოძრაობა, რომელიც თავის პიკს 2022 წლის შემოდგომით მიაღწევს, ხოლო დამასრულებელი იქნება 2023 წლის გაზაფხულზე იქნება. სწორედ ეს ერთწლიანი ციკლი იქნება რუსეთის ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით მისი პრეზიდენტისთვის საშიში.
მთლიანობაში, როგორც ჩემს ძველ პროგნოზებში მივუთითე, რუსეთის დამანგრეველი ფაზა 2018-26 წლებია (ურანის კუროში ინგრესია). ამიტომ, რუსეთის პოლიტიკური გადალაგების ბოლო პერიოდი 2026 წლის გაზაფხულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამ ციკლის ბოლო წერტილამდე გაგრძელდეს. მოსალოდნელია რუსეთის ხელისუფლების ვერტიკალის ნგრევა სწორედ ამ ერთწლიან პერიოდში დაიწყოს (2022 წლის გაზაფხული - 2023 წლის გაზაფხული).
ამ ექვსთვიან პერიოდში (29 აპრილი - 8 ოქტომბერი) ბუნებრივია შენარჩუნდება საომარი განწყობა და შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა, რომელმაც მოსალოდნელია გარდა უკრაინისა, თავი იჩინოს რუსეთის ტერიტორიაზე და ასევე აზიაშიც (დიდი ალბათობით შესაძლოა ეს იყოს სამხედრო კუთხით ჩინეთის გააქტიურება).
გარდა ამისა, პლუტონის (როგორც სიმბოლურად, მე-8 სახლის მმართველის თემა) ასევე მნიშვნელოვნად მოიმატებს ფინანსური კრიზისის ალბათობა (პიკი: ზაფხული). ცხადია ყველაზე მეტად რუსეთში გამოვლინდება, თუმცა გარდა რუსეთისა, ეს კრიზისი მთელ მსოფლიოში იქნება საგრძნობი.
1791380010
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...
1791379969
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1791379840
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1791378667
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791377895
ახალი ამბებიპრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად
„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვ...



























