„წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე გვიწევს მუშაობა, წარმოუდგენელია ასეთი სიცრუე“ - რას წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციები იმართება.
როგორც არხის ერთ-ერთი თანამშრომელი ნატალია ნანიტაშვილი წერს, გუნდს წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე უწევთ მუშაობა:
„წარმოუდგენელი ზეწოლის და შეურაცხყოფების ფონზე გვიწევს მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად, არასოდეს თავისთვის არ მიმიცია უფლება ჩემი პოზიცია გამომეხატა საჯაროდ ან სიმპათია ან ანტიპათია გამომეხატა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რადგან ვთვლი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტად მუშაობა სხვა სტანდარტია და პირადი პოზიციების საჯაროდ გამოფენა სანდოობის თვალსაზრისით ძალიან დამაზიანებელია. მაგრამ უკვე შეუძლებელია ამ სრულიად უსამართლო ბრალდებების მოსმენა და ატანა.
ქალბატონმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტება მოგიწიათ. თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ, ხალხი, რომელიც უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არ იციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს“.
წარმოუდგენელია ასეთი სიცრუე, რადგან დღეს დილის 10 საათზე მოამბის პროდიუსერი გახლდით თავად, და ყველა ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადება ზედმიწევნით მქონდა ეთერში.
სირცხვილია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან და „მღვრიე წყალში თევზების დაჭერით“ მოხიბლული ადამიანების დაგეშვა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ!“, - წერს ნატალია ნანიტაშვილი.
1734517237
ჰოროსკოპი„2025 წელი იქნება ბევრად ლმობიერი წყლის ნიშნებისთვის, განსაკუთრებით ფავორიტი არის კირჩხიბი, შემდეგ მორიელი და თევზები“ - გოგა მანია
2025 წელი ცხრაწლიან ციკლს ხურავს და ახალი ეტაპისთვის გვამზადებს. მწვანე ხის გველი აგრესიული არ არის შესაბამისად შედარებით მშვიდი წელი გველოდება. გაძლიერდება რელიგიური ფანატიზმის ტენდენციები, რომლებიც...
1734512599
საზოგადოება18 დეკემბერი პოეტ ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილის გარდაცვალების დღეა
18 დეკემბერი პოეტ ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილის გარდაცვალების დღეა. ის 1866 წლის 16 მაისს, სოფელ ჩარგალში დაიბადა. პოეტმა დაწყებითი განათლება ჩარგალში მიიღო, ხოლო შემდეგ მშობლებმა მიაბარეს გორის საოსტ...
1734509047
ახალი ამბებიცნობილია თარიღი, როდის გაიხსენება „საახალწლო სოფელი“
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა...
1734505692
საზოგადოება„ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ!“ - რას წერს ნინი ბადურაშვილი?
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ამბობს რომ „მთავარმა არხმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა. როგორც იგი წერს, არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში აღარ იღებს მონაწილეობას. „არც ერ...
1734501500
ახალი ამბებიზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ორი თვის ბავშვი. ინფორმაცია თავდაპირველად inforustavi.ge-ზე გავრცელდა. გამოცემის ინფორმაც...